суббота, 25 ноября 2017 г.

გეომეტრიული ფიგურები -და გამოვაკლოთ ორნიშნა რიცხვები ------- II- კლასი

 


                                                       
                              II-კლასი                               
  I--  თემა: გეომეტრიული  ფიგურები



         შეფასების ჯგუფის დაკვირვებით         






















































Добавьте подпись








                  
       
         შეფასების ჯგუფის დაკვირვებით         

   II-კლასი

       თემა: გამოვაკლოთ ორნიშნა რიცხვები

      შეფასების ჯგუფის დაკვირვებით


                                                        26.04.2018 წელი

























                              სუპერმარკეტში






Добавьте подпись

пятница, 17 ноября 2017 г.

მათემატიკის გაკვეთილი-- შეფასების ჯგუფის დაკვირვებით-- თემა: გეომეტრიული ფიგურები







    


  







გაკვეთილის გეგმა

საგანი:  მათემატიკა
 სწავლების საფეხური /  დაწყებითი / კლასი: II
მოსწავლეთა რაოდენობა:  27           
დრო: 40 წუთი    
 მოსწავლეთა პროფილი: 27
სსსმ მოსწავლე: 0
თემა:  გეომეტრიული  ფიგურები

გაკვეთილის მიზანი:

        შეძლონ  გეომეტრიული ფიგურების ჩახაზვა, თითოეული გვერდის სიგრძის გაზომვა     და შესაბამისი  არასტანდარტული ზომის  ერთეულის  დაფიქსირება. 
    ●ახალი ცოდნის გამტკიცება  ტექტური ამოცანების  ამოხსნისა  და  შემდგომ  ერთობლივი  განხილვის მიზნით ,  საყოფაცხოვრებო  ვითარებაში  ცოდნის  გამოყენება  (ტრანსფერი).
     ისტ-ის   ეფექტური  და  უსაფრთხო  გამოყენება.



ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მათემატიკა:
      
 მათ. II.8. მოსწავლეს შეუძლია თვისებრივი და რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება ფიგურების აღსაწერად.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  ადარებს და აჯგუფებს ბრტყელ ფიგურებს გეომეტრიული ატრიბუტების (მაგალითად, წვეროების/გვერდების რაოდენობის) მიხედვით;
მათ. II.9. მოსწავლეს შეუძლია გარემოში ორიენტირება და ობიექტთა ურთიერთგანლაგების აღწერა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  განალაგებს ობიექტებს მითითებული წესის მიხედვით;
მათ. II.10. მოსწავლეს შეუძლია ფიგურათა ზომების შედარება და დადგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  ურთიერთშეთავსებით ადარებს ფიგურათა წრფივ ზომებს და გამოხატავს შედარების შედეგს შესაბამისი ტერმინებით (მაგალითად, გრძელი, მოკლე, ტოლი);
Ø  მოიძიებს ტოლი ფიგურების ნიმუშებს მისთვის ჩვეულ გარემოში; ახდენს ფიგურათა ტოლობის დემონსტრირებას მათი ურთიერთშეთავსებით;

Ø  პოულობს რეალური ობიექტის (მაგალითად, საკლასო ოთახის, სპორტული დარბაზის) წრფივ ზომას არასტანდარტული ზომის ერთეულის (მაგალითად, ნაბიჯის) გამოყენებით.

ისტი:
ის.ტექნ.დაწყ.2.
მოსწავლემ უნდა შეძლოს ისტ-ის ეფექტიანი და უსაფრთხო გამოყენება

მოსწავლე:
Ø  ციფრული მოწყობილობების გამოყენებისას იცავს ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმებს;
Ø  ეფექტიანად იყენებს კლავიატურას, იაზრებს კლავიშების განლაგებას და მათ ფუნქციებს;
Ø  ეფექტიანად იყენებს მაუსს/ტაჩპედს, მოხერხებულად იყენებს მის ღილაკებს;

Ø  ქმნის ფაილებსა და საქაღალდეებს ლოგიკური ორგანიზების პრინციპით, მონაცემთა ეფექტიანად შენახვის, მოძებნისა და წაკითხვის მიზნით.





N
აქტივობა  და აღწერა
მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი

1







  • საორგანიზაციო საკითხების  მოგვარება

   წინარე ცოდნის გააქტიურება):   
 - ლოგიკური  აზროვნების კითხვები. (გახალისება). ბავშვებს  მივცემ  განმარტებას  შემდეგზე:
   ჩემს მიერ დასმული  კითხვის    პასუხი, თუ  ერთია, უნდა მაჩვენონ  ერთი თითი.   თუ პასუხია  --ორი ,  უნდა მაჩვენონ მაჩვენეთ ორი თითი,
  თუ  პასუხია  ---  რამდენიმე, უნდა მაჩვენონ   ხუთი  თითი,   ხოლო  თუ პასუხია მრავალი,  უნდა მაჩვენონ  ათი თითი.
კითხვები:
1)      რამდენი თვალი აქვს ადამიანს? –(ორი თითი)
2)      რამდენი ცხვირი აქვს მარის?- (ერთი თითი)
3)      რამდენი ვარსკვლავია ცაზე?—(ათი თითი.  --მრავალი)
4)      რამდენი  გოგონაა კლასში?—(ხუთი თითი--- რამდენიმე)
5)      ერთ კურდღელს რამდენი ყური აქვს? –(2  თითი)
6)      ათ კურდღელს რამდენი ყური აქვს? ( ხუთი თითი- რამდენიმე)
7)        დაასახელეთ  ათი კურდღლის  ყურების  რაოდენობა-(20 )
8)         რამდენი ათეულია 20-ში ?
9)        თქვენი აზრით  თერთმეტ კურდღელს რამდენი ყური ექნება?-( 22)
10)     22-ში რამდენი ათეული და რამდენი ერთეულია?  და ა.შ.

      შემდეგ    დავასახელებ   რაიმე  რიცხვს და მოსწავლეებს ავუხსნი, რომ  მათ  უნდა დაასახელონ ოთხი რიცხვი რომელიც დასახელებულ  რიცხვს ორის, სამის, ხუთის ,ათის  ბიჯით  ემატება ან აკლდება. მაგალითად :
   მასწავლებელი-12; მოსწავლეები-14;16;18; 20:
    მასწავლებელი 20: მოსწავლეები- 25; 30;35; 40:
    მასწავლებელი 3:  მოსწავლეები- 6;9;12; 15:
    მასწავლებელი 100: მოსწავლეები-90;80;70;60:
    მასწავლებელი 20:  მოსწავლეები- 18;16;14;12:
     18-ში  რამდენი ათეულია?  რამდენი ერთეულია?  და ა.შ.



ვერბალური  ახსნა









მთელ კლასთან


მოსწავლეების ჟესტიკულაცია   და  რიცხვითი კიბე.

1წთ.



2 წთ.




















მოსწავლეებს
განუვითარდებათ  ზეპირი აზროვნების უნარი.











2.




(წინარე ცოდნის გააქტიურება)–
გამოწვევის ფაზა:
        საშინაო  დავალების შემოწმება:
 საშინაო  დავალებას შევამოწმებ  შემდეგნაირად: პროექტორის დახმარებით თეთრ მაგნიტურ დაფაზე  ვაჩვენებ  ცხრილს,  რომელიც ბავშვებს  წერით დავალებად ჰქონდათ მიცემული  ლეპტოპში, ელექტრონული ვერსიით.
ბავშვები მარკერის დახმარებით შეავსებენ  განათებულ ცხრილს. ყუთში  წინასწარ გამზადებული    მექნება    ჩხირები, თითოეულზე  მითითებული იქნება მოსწავლის სახელი და გვარი. ამოვიღებ ერთ-ერთ  ჩხირს.   შემთხვევით  ამოღებული ჩხირის მიხედვით, რომელზეც მოსწავლის  გვარი  და სახელია მითითებული ,  ის მოსწავლე  გამოვა დაფასთან საპასუხოდ:

ასევე  მოხდება რიცხვების გამოსახვა გრაფიკულად:  სვეტების, აგურების, წრეებისა და ისრების გამოყენებით.
  (იხილეთ     აქ: )
Снимок                    
 პარალელურად გამოვიყენებ კითხვებს:
  ათეულების  ადილას  რატომ  დაწერე  2-რი?
   ერთეულების გრაფაში  რატომ დაწერე 8-?
  პირველი წრის არეში  რატომ  განათვსე  ყვითელი ისრები?(მოსწავლე-- იმიტომ  რომ,  პირობითად ერთეულებს,  პირველი წრის  არეში  გამოვსახავთ ყვითელი ისრებით )
  რას  გამოსახავს   აგურები?  სვეტები?  რატომ განათავსე  ხუთი სვეტი?  და   ..
  საშინაო  დავალებას  ასევე  შევამოწმებ  ადგილიდან წაკითხვითაც.   ის ბავშვები რომელთაც არასწორად ააქვთ შესრულებული წერითი დავალება, გაასწორებენ     ლეპტოპში.       (სახელმძღვანელო  გვერდი  93- N 5 ).
საშინაო დავალებას  შევამოწმებ ასევე  მერხებს შორის ჩამოვლით.
თუ რაიმე გაუგებარი  აღმოჩნდება რომელიმესთვის ,      ბავშვების დახმარებით მოხდება  ახსნა  და  პარალელურად  ჩასწორებაც.
განვლილი მასალის ცოდნის   გამეორების მიზნით  კლასის წინაშე   დავსვამ  შემდეგ  შეკითხვებს:
      1) დაასახელეთ  ათეულები, ერთეულები, რიცხვით  კიბეზე რომელი  რიცხვია     გამოსახული ?
2)რამდენი ოცეულია  60-ში?
3)დაასახელეთ რიცხვი სადაც  4 ათეული და 7 ერთეულია.
     4)როგორი რიცხვებია ნატურალური რიცხვები, დაასახელეთ უმცირესი  ერთნიშნა ციფრი, უდიდესი  ორნიშნა რიცხვი,  უდიდესი  ერთნიშნა  რიცხვი  და . .
გამოვიყენებ      რიცხვით  კიბეს..

  ბავშვებს    შევაფასებ  განმავითარებელი  კომენტარებით  და წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკით (სტიკერების გამოყენებით):
მაგალითად:  შენ დაიმსახურე გული, რადგანაც შეგიძლიან  თანრიგის ერთეულების დასახელება,   მოცემული რიცხვის გრაფიკულად გამოსახვა შესაბამისი  რესურსის გამოყენებით.  ------   შენ დაიმსახურე  გაღიმებული  სმაილი,  რადგანაც შენ შეგიძლიან   რიცხვების წაკითხვა და ჩაწერეა,  მოგიწევს კიდევ იმუშაო   თანრიგის ერთეულების  ამოცნობაზე /დასახელებაზე  დაა  ა.შ.

დანართი N1  -- მოსწავლეთა  აქტივობის  შეფასების  რუბრიკა



 კითხვა-პასუხი.
მთელ კლასთან--
შემთხვევით ამოღებულ ჩხირზე მინიშნებული მოსწავლის  სახელის და გავრის მიხედვით. 

პროექტოტი,27 ლეპტოპი+1  მასწავლებლის,   მარკერი, რიცხვითი კიბე, შეფასების სტიკერები.
დამჭირდა:
MSWord,PowerPoints.მაგნიტური:  სვეტები,აგურები, ფერადი ისრები.

7 წთ.
ახალი მასალის  ასახსნელად  მოსამზადებელი სამუშაოების  ჩატარება.
3.



(ძირითადი ნაწილი). 
თემის გაცნობამდე  თეთრ მაგნიტურ დაფაზე საშინაო დავალების შემოწმებისას , გრაფიკულად გამოსახული რიცხვები, რომლებიც:  სვეტებით,აგურებით, წრეებითა  და ისრებითაა   გამოსახული, მივაქცევინებ ყურადღებას და ვთხოვ   ამოიცნონ, თუ რა  გეომეტრიული ფიგურაა-- სვეტი, აგური ,  წრე, ისარი. რამდენი გვერდი აქვს სვეტს?  რომელია ტოლი გვერდები?   იპოვონ ის  გეომეტრიული ფიგურა რომელსაც არც წვეროები აქვს ,არც გვერდები და არც კუთხეები (წრე)  და .. 
              ამის შემდეგ  მოხდება 
გაკვეთილის თემის,  მიზნის და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.


კითხვა-პასუხი
მთელ კლასთან
ფორმატის ქაღალდზე გაამზადებული: თემის, მიზნების,შეფასების კრიტერიუმების,  სტიკერები.

 2 წთ.

მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის მიზნები და შეფასების ფორმები.
4.






ძირითადი ნაწილი:

მოსწავლებს  გავაცნობ  წინასწარ გამზადებულ  ციფრულ რესურსს. სლაიდებზე             გამოსახული  იქნება პირველ კლასში  --  - მათთვის  ნაცნობი  გეომეტრიული  ფიგურები,  საყოფაცხოვრებო ვითარებაში გამოყენებადი  ნივთები  და საგნები.ბავშვები  კი  ამოიცნობებ  თუ რომელ გეომეტრიულ  ფიგურას მოაგონებთ ეს საგნები.  სლაიდზე  კითხვასთან  ერთად გამოჩნდება იმ ბავშვის ფოტო, რომელმაც  დასმულ   კითხვას უნდა უპასუხოს ( კლასის ორგანიზებისა და ინტერესის გამოწვევის მიზნით).      (იხ აქ)ენ                       გეოhttp://www.bedri.es/Comer_y_beber/La_miel/La_miel_imagenes/Panal.jpgმეტრ
აქტივობის განმავლობაში მოსწავლეებს  შევაფასებ  განმავითარებელი შეფასებით, შესაბამის კომენტარით.  მოვახდენ უკუკავშირს.  მაგ:  რატომ ფიქრობ რომ  ფორთოხლის ნაჭერი ექვსკუთხედია?  ბარამბოს შოკოლადი მართკუთხედი? ფიჭის  ექვსკუთხედი?   იქნებ ახსნა როგორ მიხვდი? და ა. შ.




 კითხვა-პასუხი.



















მთელ კლასთან

ელ.წიგნი -აწყობილი Power Point -ში.
შეფასების სტიკერები.

4 წთ.

დამოკიდებულება:
მოსწავლეებს განუვითარდებათ მისწრაფება,  გაიღრმავონ და განივითარონ  წარმოდგენები   გეომეტრიული ფიგურების შესახებ.   

5.
  შესწავლილი  ცოდნის რეალიზება.
  მივცემ  დავალებას:   მტკაველის, ციდის და გოჯის გამოყენებით  გაზომონ    ლეპტოპის  და სახელმძღვანელოს    სიგრძე -- სიგანე..

კითხვა-პასუხის
მთელ კლასთან
სახელმძღვანელო , ლეპტოპი.

1წთ
დამოკიდებულება:
განუვითარდებათ: საყოფაცხოვრებო  ვითარებაში  ცოდნის  გამოყენების  უნარი.

6.




ჰეტეროგენულ ჯგუფებად  დაყოფა

მთელი კლასი .
ტომარაში  წინასწარ  გამზადებული მექნება  სხვადსახვა  სახის  ხის  გეომეტრიული ფიგურები.  ბავშვები ამოიღებენ ფიგურებს და იმ ადგილს დაიკავებე,  სადაც შესაბამისი  გეომეტრიული ფიგურა დევს. ასე  შეიქმნება  5-ჯგუფი.
მოსწავლეები დაიყოფიან ჰეტეროგენურ ჯგუფებად (თითოეულ ჯგუფში 5-6 მოსწავლეა).  ჯგუფური მუშაობა   „ სეგმენტური  მეთოდის“   გამოყენებით  განხორციელდება.




შემთხვევითობის პრინციპი.


მთელ კლასთან.

ტომარა,  სხვადასხვა სახის,ხის გეომეტრიული  ფიგურები.

2წთ.

შეძლებენ ჰეტეროგენულ ჯგუფებად დაყოფას.

7.

ცოდნის კონსტრუირება.
თითოეულ   ჯგუფებს  შეხვდება   სხვადასხვა  სახის გეომეტრიული ფიგურები.  ერთი და იგივე ჯგუფის  თითოეულ  მოსაწავლეს   აქვს  ერთი და იგივე  ფორმის და ზომის  ხის გეომეტრიული ფიგურა.
ჯგუფური მუშაობისას   დაკვირვების ჟურნალის გამოყენებით  დავაკვირდები თითოეული  ჯგუფის მუშაობას.  საჭიროების შემთხვევაში  მივცემ  მითითებას. 
 გამოვიყენებ კითხვებს :
1) რატომ ფიქრობ რომ, კვადრატის  მხოლოდ ერთი გვერდის სიგრძის  გაზომვაა საჭირო?
2) რატომ  ზომავ  მართკუთხედის   მხოლოდ ორი  გვერდის სიგრძეს ?
 3) მაჩვენე როგორ  მიხვდი ამას?
  4)  რატომ ზომავ  სამკუთხედის  ყველა გვერდის  სიგრძეს?





ჯგუფური მუშაობა 

ინდივიდუალური  და ჯგუფური .

წინასარ გამზადებული სეგმენტური მეთოდის სამუშაო, ფორმატის ფურცლები--

ფანქარი,საშლელი, ფერადი დავალებები,სხვადასხვა სახის, ხის გეომეტრიული ფიგურები.
5 წთ.




 დამოკიდებულება:
მოსწავლეებს განუვითარდებათ,  გეომეტრიული  ფიგურების  ჩახაზვის, გვერდების  სიგრძეების  გაზომვისა   და შესაბამისი  არასტანდარტული ზომის ერთეულის  დაფიქსირება.  გამოარჩიონ მნიშვნელოვანი იდეები,  მსჯელობისას  დააფასონ    თანატოლებისა და  საკუთარი  მოსაზრებები. 
8.
 პრეზენტაცია.

პრეზენტაციის დროს ერთი ჯგუფიდან  დაფასთან გამოვა 2 მოსწავლე.
  პირველ  მოსწავლეს  გამოაქვს  გეომეტრიული  ფიგურა, გაითავისებს და ახდენს ფიგურის დახასიათებას.
   მეორე მოსწავლე დაფაზე აკრავს სეგმენტური მეთოდის ფურცელს და ახდენს  ჩახაზული  გეომეტრიული ფიგურის  გვერდების სიგრძეების გაზომვის პრეზენტაციას.
 პრეზენტაციის დროს კი გამოვიყენებთ შემდეგ კითხვებს:
1)      როგორ  მიხვდით   რომ  სწორი  ნამუშევარი იყო?
2)      როგორ  დაადგინეთ  ამ გვერდის სიგრძე გაზომვის  სისწორე?
3) რას  მიხვდი  სამკუთხედის გვერდების სიგრძეების  გაზომვის დროს?
 4) მაჩვენე გეომეტრიული ფიგურების  წვეროები, კუთხეები, გვერდები. 
პრეზენტატორების გამოსვლის შემდეგ თითოეულ ჯგუფს შეაფასებენ დანარჩენი ჯგუფები , შესაბამისი ნიშნაკებით. ასევე შევაფასებ მეც  შესბამისი კომენტარით და  სტიკერით.

პარალელურად  გამოვიყებებ დაკვირვების ჟურნალსაც, ჯგუფური მუშაობის პროცესში..





შინაარსის  რეალიზება


 ჯგუფებთან  და მთელ კლასთან.


დაფა, მაკერი, საჩვენებელი ჩხირი, ხის გეომეტრიული ფიგურა,   დიახ არა ბარათები,შეფასების სტიკერები.
 

          




8 წთ.


დამოკიდებულება:
 განუვითარდებათ: მოსმენის, საუბრის, პრეზენტაციის,   კომუნიკაციის,შეფასების  უნარი.
  შეძლებენ მნიშვნელოვანი იდეების  გამორჩევას .  
9.
გეომეტრიული ფიგურების გამოყენება და ამოცნობა.
 ჯგუფებს  გადავცემ მაგნიტურ ფერად   გეომეტრიულ   ფიგურებს,
  და   მივცემ მინიშნებას,  რათა გეომეტრიული ფიგურებით  ააწყონ  მიკიმაუსი, დათვი, თოვლისპაპა,  ნაძვის ხე . აწყობის შემდეგ ასახელებენ რომელი გეომეტრიული ფიგურები გამოიყენეს ამ ნახატის ასაგებად. (1 წთ).


განალაგებს ობიექტებს მითითებული წესის მიხედვით;

 ჯგუფებთან.
 სხავდასხვა ფერადი, მაგნიტური გეომეტრიული ფიგურები.
 2წთ.
შეძლებს გეომეტრიული ფიგურების გამოყენებას საყოფაცხოვრებო ვითარებაში.
10
გამთლიანება.
  მათემატიკის ტესტი: გაკვეილის მართვის პროგრამაში წინასწარ გამზადებული ექნება ტესტური დავალება მათემატიკაში,  რომელსაც გადავუგზავნი მოსწავლეებს და ტესტის დასრულებ შემდეგ მოვახდენ მის შემოწმებას და მოსწავლეებისთვის შეფასებულის გადაგზავნას, ასევე  შედეგების სტატისტიკას  გავაზიარებ ეკრანზე და კლასთან ერთად გავანალიზებთ შედეგებს. ( იხ: დანართიN2  )

გაკვეთილის  ბოლოს კი
მოსწავლეებს ვთხოვ   უპასუხონ დასმულ კითხვებს:
  • რა ცოდნა შეიძინეს დღეს ამ თემის ირგვლივ?
რა მინდა კიდევ შევისწავლო ამ  თემის შესახებ?
შეფასება:

გაკვეთილის  მსვლელობისას  მოვახდენ ბავშვების განმავითარებელ  შეფასებას.  გამოვიყენებ  სტიკერებს.
 



    

საშინაო დავალება:
 გადავაგზავნი  წინასწარ გამზადებულ  ვორდის საქაღალდით.

 რეფლექსია. 
ინდივიდუალურად
როუტერი,27ლეპტოპი+ 1 მასწავლებლის,ტესტები.
( იხ: დანართიN2  )
5წთ.







































1წთ.
დამოკიდებულება:
განუვითარდებათ:     ტესტზე მუშაობისას შეძენილი ცოდნის რეალიზება .
                                      ისტ-ის   ეფექტური  და  უსაფრთხო  გამოყენება.

                                                                  
                                               დანართი N1 
          მოსწავლეთა  აქტივობის  შეფასების  რუბრიკა
შეფასების   კრიტერიუმები


ჯერ ვერ აკმაყოფილებს  მოლოდინს


აკმაყოფილებს  მოლოდინს


კარგი

ძალიან  კარგი

 


მათემატიკა 1.
გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა.
გეომეტრიული ფიგურების  ჩახაზვა,  თითოეული  გვერდის  სიგრძის გაზომვა   და შესაბამისი,  არასტანდარტული,  რიცხვითი  ზომის დაფიქსირება. 
განსაზღვრულ დროში მასწავლებლის დახმარებით ამოიცნობს  გეომეტრიულ ფიგურას,არ  შეუძლიან არასტანდარტული სიგრძის ზომების გამოყენება და გეომეტრიული ფიგურების ჩახაზვა.

განსაზღვრულ დროში  თავს  ართმევს გეომეტრიული ფიგურების ამოცნობასა და ჩახაზვას, იყენებს არასტანდარტული სიგრძის  ზომებს.
განსაზღვრულ დროში შეუძლიან  გეომეტრიული ფიგურის ჩახაზვა და არასტანდარტული  სიგრძის ზომების გამოყენება.
განსაზღვრულ დროში ზუსტზდ და უეშეცდომოდ  ამოიცნობს და ხაზავს ყველა  გეომეტრიულ  ფიგურას. შეუძლიან არასტანდარტული  სიგრძის ზომების გამოყენება.
მათემატიკა 2 . ათეულები და ერთეულები-  დიფერენცირება
განსაზღვრულ დროში ძველ და ახალ მასალიდან იხსენებს  და
ასახელებს ათეულებსა და ერთეულებს, რიცხვებს 15-მდე 
  და ახარისხებს მას მოცემული ჯგუფების მიხედვით
განსაზღვრულ დროში ძველ და ახალ მასალიდან იხსენებს და
ასახელებს ათეულებსა და ერთეულებს, რიცხვებს 25-მდე 
  და ახარისხებს მას მოცემული ჯგუფების მიხედვით
განსაზღვრულ დროში ძველ და ახალ მასალიდან იხსენებს და
ასახელებს ათეულებსა და ერთეულებს, 
რიცხვებს  50-მდე  და ახარისხებს მას მოცემული ჯგუფების მიხედვით
განსაზღვრულ დროში  ძველ და ახალი მასალიდან იხსენებს და ასახელებს ათეულებსა და ერთეულებს, რიცხვებს 100-მდე  და ახარისხებს მას მოცემული ჯგუფების მიხედვით
ისტ-ის  ეფექტური  და უსაფრთხო  გამოყენება.  ვორდის  ფაილში მუშაობა.
განსაზღვრულ დროში  არ  შეუძლია მოსწავლეს    
  გამოიყენოს ინფორმაცია.
ეფექტიანად იყენებს კლავიატურას, იაზრებს კლავიშების განლაგებას და მათ ფუნქციებს;

განსაზღვრულ დროში მოსწავლეს    
შეუძლია ნაწილობრივ  გამოიყენოს ინფორმაცია.
ეფექტიანად იყენებს კლავიატურას, იაზრებს კლავიშების განლაგებას და მათ ფუნქციებს;

განსაზღვრულ დროში  მოსწავლეს     შეუძლია
მეტ-ნაკლებად  გამოიყენოს ინფორმაცია.
ეფექტიანად იყენებს კლავიატურას, იაზრებს კლავიშების განლაგებას და მათ ფუნქციებს;

განსაზღვრულ დროში შეუძლია მოსწავლეს    
უსაფრთხოდ და სწორად გამოიყენოს ინფორმაცია.
ეფექტიანად იყენებს კლავიატურას, იაზრებს კლავიშების განლაგებას და მათ ფუნქციებს;

                   დანართი N2 




                                       მასწავლებლის თვითშეფასება

კრიტერიუმები /ქულები
1
2
3
1
გაკვეთილის მიზანი გასაგებიკონკრეტული და
 რეალისტური იყო
2
გამოყენებული მეთოდები და აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას
3
გაკვეთილის მსვლელობისას  სწორად გადავანაწილე დრო
4
გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეთა 
მოტივაციას და აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში
5
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა
 მიზნის მიღწევას
6
გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები და 
შესაძლებობები
7
საკლასო გარემო  შეესაბამებოდა საგაკვეთილო პროცესს



8
ვაძლევდი მოსწავლეებს განსაზღვრულ დროს 
კითხვებზე პასუხის გასაცემად
9
მივეცი საშუალება მოსწავლეებს გამოეთქვათ
 საკუთარი მოსაზრებები
10
ვიყენებდი აქტიური მოსმენის ტექნიკას
11
ჩემი საუბარი არ აჭარბებდა მოსწავლეთა საუბარს
12
ვიჩენდი ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებას
13
შეფასების შედეგად მიღებული შედეგები 
შეესაბამებოდა მიზანს







ხელმოწერა: ნ.ილურიძე
თარიღი: