среда, 16 марта 2016 г.

მურმან ლებანიძე ,,შავ კორტოხზე შავი მუხა......"



                                    პოეზიის ხუთი  წუთი  IV-კლასი
                                        

                                                  

вторник, 15 марта 2016 г.

გაკვეთილის გეგმები

                                            19.04.2016  ჩატარდა  ჯიპრაიდის გაკვეთილი
                                           დამკვირვებელი    ქალბატონი  ნატო გაბოშვილი
                                               
                                                               მათემატიკა



მათემატიკის გაკვეთილის /აქტივობის დაგეგმის სქემა
თემა: ერთნიშნა რიცხვზე  გაყოფა                            მასწავლებელი:  ნინო ილურიძე
საგანი:  მათემატიკა
კლასი---მეოთხე
საჭირო  დრო:
რა დრო  დასჭირდება  ამ აქტივობის  განხორციელებას? ერთ გაკვეთილზე  ჩატარდება თუ  რამდენიმე  გაკვეთილზე  გადანაწილდება?
 აქტივობა  მიმდინარეობს ორი გაკვეთილის  განმავლობაში-90 წთ.
შესავალი:
გაკვეთილის  აქტივობის ძირითადი მიზანი:
 შეძლონ:
ერთნიშნა რიცხვზე  გაყოფა, კერძოდ  სამნიშნა რიცხვის ერთნიშნა  რიცხვზე  გაყოფა სხვადასხვა  ხერხის გამოყენებით, გაყოფა უნაშთოთ  და გაყოფა  ნაშთით.   
ამოცანების ამოხსნისას, ნაშთით გაყოფის შემთხვევაში, შეძლონ ნაშთის ინტერპრეტაცია ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით.
ახალი ცოდნის გამტკიცება  ტექსური ამოცანების  ამოხსნისა  და  შემდგომ  ერთობლივი  განხილვის მიზნით ,  საყოფაცხოვრებო  ვითარებაში  ცოდნის  გამოყენება.

სწავლის შედეგი
დამოკიდებულება:
მოსწავლეებს განუვითარდებათ მისწრაფება, ეძიონ ერთნიშნა რიცხვის გაყოფისას
სხვადასხვა ხერხის კანონზომიერებები, გამოარჩიონ მნიშვნელოვანი იდეები,  მსჯელობისას  დააფასონ    თანატოლებისა და  საკუთარი მიგნებები--აღმოჩენები.

ცოდნა:(ფაქტები, სიტყვები, ტერმინები, დასამახსოვრებელი  ინფორმაცია  და სხვა.)
მოსწავლეები  დაადგენენ:  გაყოფის  სხვადასხვა  ხერხს ,პოულობენ  ნაშთს,  ამოცანის ამოხსნის შემთხვევაში  ახდენენ ნაშთის  ინტერპრეტაციას  ამოცანის  კონტექსტის გათვალისწინებით.
უნარები:(სააზროვნო უნარები,  საგნობრივი უნარები, შეფასების უნარები, გამოთვლის სტრატეგიები და სხვა.)
 მოსწავლეებს განუვითარდებათ:
გაყოფის უნარები   სხვადასხვა ხერხის  გამოყენებით,  გაიწაფებიან  სხვადასხვა ამოცანების  ამოხსნისას  ნაშთის პოვნისა  და  ნაშთის ინტერპრეტაციას
 ამოცანის  კონტექსტის  გათვალისწინებით.  შეძლებენ საყოფაცხოვრებო  ვითარებაში  ცოდნის   გამოყენებას.
ეროვნული  სასწავლო გეგმის სტანდარტები:
მათ. IV.3.   მოსწავლეს შეუძლია გამრავლება-გაყოფის მოქმედებების შესრულების რომელიმე ხერხ გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ზეპირად ყოფს ორნიშნა რიცხვს ერთნიშნაზე, შესაბამის შემთხვევაში ასახელებს განაყოფსა და ნაშთს; ასაბუთებს პასუხს;
·      ხსნის რიცხვის 100-ზე და 1000-ზე და ა.შ. გამრავლების და ნულებით დაბოლოებულ რიცხვების გამრავლების შემოკლებულ წესებს; იყენებს მათ გამოთვლების შესრულებისას;
·      იყენებს წერით ალგორითმს რიცხვებზე გამრავლება-გაყოფის  მოქმედებათა შესასრულებლად და განმარტავს გამოყენებულ ხერხს (ერთნიშნა რიცხვზე გაყოფისას); შესაბამის შემთხვევაში უთითებს ნაშთს;
·      გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას, ნაშთით გაყოფის შემთხვევაში, ახდენს ნაშთის ინტერპრეტაციას ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით.



საჭირო  წინარე ცოდნა და უნარები:
გამრავლების  ტაბულის გამოყენებით ,  გამრავლება-- გაყოფის  ცოდნა, გაყოფა ნაშთით, ნატურალური რიცხვების   გამრავლება, გაყოფის თვისებები. ცნობილი  რესურსების  გამოყენებით  , რიცხვების გრაფიკულად  გამოსახვა.
წინარე ცოდნის შეფასება ( რა იცით მოსწავლეთა ცოდნისა  და  უნარების შესახებ? რა წყაროებს ეყრდნობით)
მოსწავლეთა წინარე ცოდნა  გამოიკვეთა  მათი საშინაო დავალების შესრულებიდან, წინა გაკვეთილის მსვლელობისას  მოსწავლეთა  დაკვირვებიდან
მოკლე ქვიზიდან   გაყოფა ნაშთითა  და გაყოფის  თვისებებიდან.
გაკვეტილის  აქტივობის გეგმა
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები:
დაჯგუფების რომელ ფორმებს გამოიყენებთ ამ აქტივობის განხორციელებისას (მთელი კლასი, წყვილები, სამწევრიანი, ოთხწევრიანი, ჰომოგენური, ჰეტეროგენული  ჯგუფური და სხვა...)?
მოსწავლეები მუშაობენ:   ინდივიდუალურად, ჯგუფებად ,  ზოგჯერ მუშაობა მიმდინარეობს  მთელ კლასთან
დაჯგუფების კრიტერიუმები:
რის მიხედვით დააჯგუფებთ  მოსწავლეებს:
დიფერენცირებული სწავლების, მოსწავლეთა სწავლების მიხედვით:
 მასწავლებელი  ჯგუფებს   შექმნის  სხვსდსხვა მზაობის  მოსწავლეებს
 მიხედვით .
მასწავლებელი როუტერისა და ბუკის დახმარებით  გადაუგზავნის  ტესტებს  რომლის მიხედვითაც  ბუკი მოახდენს  ბავშვების შეფასებას . გადაგზავნილი  ტესტების  შედეგად გამოჩნდება მოსწავლეთა  მზაობის დონე.(დანართი 4)
I-ჯგუფი: ,,არასაკმარისი მზაობის“  მქონე მოსწავლეები
II-IIIჯგუფი
,,დამაკმაყოფილებელი  მზაობის“მქონე მოსწავლეები
IV ჯგუფი:,,მაღალი მზაობის“ მქონე მოსწავლეები
.  ბუკის  შეფასების   გათვალისწინებით   მასწავლებელი  შექმნის  სხვადასხვა  მზაობის  ოთხ  ჯგუფს: 
სასწავლო მასალა: (ტექსტი, თვალსაჩინოება, ინტერნეტ რესურსი  და  სხვა).
მოსწავლის სახელმძღვანელო, რვეულები,ლურჯი და მწვანე კალმისტრები, დაფა, ცარცი,  ფერადი წებოვანი ფურცლები სტიკერები),                               G-PRIED-ის ბარათები,ბუკი,როუტერი,  ,,დიახ“   ,,არა“-ს    ფერადი ბარათები,  ფერადი სათამაშო ფულის  ერთეულები, მაკეტები,ფერადი  მაგნიტური ისრები, მაგნიტური: კვადრატები, სვეტები და აგურები, G-PRIED-ის   პლაკატი,  პროექტორი.

გაკვეთილის/ აქტივობის   ეტაპი
 I-წინასწარ
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების   და წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით გაკვეთილი იწყება : ,,მათემატიკის  ესტაფეტით“ ბავშვები დგებიან  წრეში,  ბურთის გადაცემით და გამრავლების ტაბულის გამოყენებით იხსენებენ რიცხვებზე გამრავლებას  და გაყოფას.
სახელმძღვანელოდან    საშინაო  დავალებად
 მიცემული, მაგალითების და  ამოცანის  შემოწმება ხდება შემდეგნაირად: პროექტორის დახმარებით თეთრ მაგნიტურ დაფაზე  ხდება ცხრილის ჩვენება, რომელიც ბავშვებს  წერით დავალებად ქონდათ მიცემული. ინდივიდუალურად
ბავშვები მარკერის დახმარებით ავსებენ  
განათებულ ცხრილს  .
პარალელურად მასწავლებელი ჩამოვლით,
ამოწმებს  საშინაო დავალებას :  (იხილეთ
დანართი  N1) მასწავლებელი  სვამს კითხვებს:  დაასახელეთ  გაყოფის კომპონენტები,   როგორია ყოველთვის  ნაშთი გამყოფთან შედარებით?
როგორ ვიპოვოთ გასაყოფი?
რომელი თანრიგიდან იწყება  გაყოფა?
ვიყენებთ G-PRIED-ის  პლაკატს  რომელიც  გამზადებულია  წინასწარ


სამნიშნა რიცხვის
 გაყოფისას  რომელი თანრიგიდან  დავიწყებთ?

  ასევე    წერითი საშინაო  დავალების შემოწმება მოხდება
მოსწავლეების მიერ  ადგილიდან წაკითხვით.  ბავშვები ამოწმებენ და ასწორებენ მწვანე კალმით  წერით  დავალებას რვეულში.                 (იხილეთ  დანართი   N2.
სახელმძღვანელო  გვერდი  63- N 6 დან  გვერდი 64N17  -ის  ჩათვლით.)
პროექტორის საშუალებით ვაჩვენებ  საშინაო დავალების  მესამე ამოცანას.
დაფასთან გამოდის ბავშვი და აკეთებს  ამოცანას.(დანართიN3   სახელმძღვანელოდან.  გვერდი  64 ამოცანა N23)
თუ რაიმე გაუგებარი  აღმოჩნდა 
მასწავლებელი  აუხსნის
შესაბამისად.   ის მოსწავლეები რომლებსაც  ამოხსნილი აქვთ  შეცდომით,  მწვანე კალმით  ასწორებენ  საშინაო დავალებას.
ბავშვებს  ურიგდება
G-PRIED-ის  ბარათები  და ხდება  ამ ბარათების განხილვა (დანართიN6) .
მასწავლებელი  დაფაზე  აკრავს  პლაკატს,  რომელიც  ამოცანის  შინაარსის მიხედვითაა  ნახატი შესრულებული (დანართი N4) ბავშვების  მაკეტების გამოყენებით,  მოსწავლეები  ადგენენ  რამდენი ნავის დაქირავებაა საჭირო,  ერთი  ნაპირიდან , მეორე  ნაპირზე  გადასასვლელად . მაკეტებს  ათავსებენ  ნავებში. მასწავლებელი
როუტერისა და ბუკის დახმარებით  გადაუგზავნის  ტესტებს  რომლის მიხედვითაც  ბუკი მოახდენს  ბავშვების შეფასებას . გადაგზავნილი  ტესტების  შედეგად გამოჩნდება მოსწავლეთა  მზაობის დონე.(დანართი 5)
I-ჯგუფი: ,,არასაკმარისი მზაობის“  მქონე მოსწავლეები
II-IIIჯგუფი
,,დამაკმაყოფილებელი  მზაობის“მქონე მოსწავლეები
IV ჯგუფი:,,მაღალი მზაობის“ მქონე მოსწავლეები.
ამის შემდეგ მოსწავლეებს გაუაქტიურდებათ  საჭირო წინარე ცოდნა  და მზად იქნებიან  გაკვეთილის შემდეგი  ფაზისათვის.

 II-განმავლობაში
მასწავლებელი აცნობს გაკვეთილის თემას და მიზანს.
ჯგუფებში  მოსწავლეთა  მზაობის მიხედვთ
მოსწავლეები გაყოფას შეასრულებენ  სხვადასხვა ხერხით  ერთიდა იგივე მაგალითს.კერძოდ
I- ჯგუფი ,,არა საკმარისი მზაობის“ მქონე მოსწავლეები
გაყოფას შეასრულებენ   ნახაზით.
 II-IIIჯგუფი
,,დამაკმაყოფილებელი  მზაობის“მქონე მოსწავლეები
გაყოფას შეასრულებენ
წრეებისა და ფერადი მაგნიტური ისრების  გამოყენებით. 
IV ჯგუფი:,,მაღალი მზაობის“ მქონე მოსწავლეები
სვეტების, აგურების და კვადრატების  გამოყენებით,
შეასრულებენ
წერით გაყოფას.
(დანართიN7).                     ჯგუფებში მოსწავლეთა  მუშაობას, მასწავლებელი   აკვირდება და საჭიროების შემთხვევაში  მითითებას  აძლევს.
ჯგუფური მუშაობის  დამთავრების  შემდეგ თითოეული  ჯგუფიდან  ერთი  წარმომადგენელი  ახდენს  ნამუშევრის  პრეზენტაციას (დანართიN5).
პარალელურად  პრეზენტაციის დროს ხდება ჯგუფების  შეფასება (დანართN8) .
შემდეგ
მასწავლებელი  ბავშვებს  ამუშავებს  სახელმძღვანელოში მოცემულ ამოცანებზე, რომელის  ცოდნაც ბავშვებს   საყოფაცხოვრებო  ვითარებაში  გამოადგებათ. მასწავლებელი მოსწავლეებს რესურსად   სთავაზობს  ფერად  ლამინირებულ, სათამაშო ფულის   კუპიურებს.
(დანართიN9)  
ახალი მასალის  განმტკიცებისა და  მიღებული შედეგის შეფასების  მიზნით,  გაკვეთილი  მთავრდება  აქტივობით  ,, თამაში  ფერადი კამათლებით “.  (დანართი N10) .
მოსწავლეები  შეფასდებიან
 წინასწარ  განსაზღვრული  კრიტერიუმებით  და  ფერადი  სტიკერების  გამოყებებით  (დანართი  N11)
მასწავლებელი მოსწავლეებს  აძლევს  მასალის განამამტკიცებელ  საშინაო  დავალებას:
(იხ. დანართი  N12-საშინაო  დავალება;  ფაზა განმავლობაში)


 III-შემდეგ ( მეორე  გაკვეთილი)
მოსწავლეები  კლასში  გაარჩევენ  საშინაო  დავალების  მაგალითებსა და ამოცანებს,  რითაც  მასწავლებელი  აფასებს, თუ როგორაა მიღწეული   წინა გაკვეთილის  მიზანი,  რომელ მოსწავლეებს  სჭირდებათ  დამატებითი  დახმარება.
მასწავლებელი  დაფაზე  გამოაკრავს  ცხრილს (იხ. დანართი N13)
მოსწავლეებს  დაურიგებს  სტიკერებს   და  სთხოვს  შეავსონ   ცხრილის  ერთ-  ერთი  უჯრა  საკუთარი  სურვილის  მიხედვით.  სტიკერებზე  აწერენ  არჩეული   რიცხვის  განაყოფს  და  ნაშთს,  ბავშვები გამოდიან და  ცხრილის შესაბამის უჯრას  აკრავენ.
ამით  კიდევ ერთხელ მოხდება  მოსწავლეთა  მზაობა.
 მასწავლებელი  აჯგუფებს  მოსწავლეებს  მზაობის  მიხედვით  და სთავაზობს  შესაბამის  დავალებებს. კლასი  იყოფა  სამ ჯგუფად,  თითოეულ  ჯგუფს  ურიგდება  ბარათები,  რომელზეც  გამოსახულია რიცხვები:( იხ. დანართი N 14)
თითოეუ ჯგუფს ევალება მოამზადოს  კითხვებზე  კასუხები:
1) იპოვეთ  თითოეული  რიცხვის  ციფრთა  ჯამი.
2) რა რიცხვზე იყოფა ყოველი  ჯამი
3)  შეამოწმეთ  იყოფა თუ  არა  იმავე  რიცხვზე?
4) რა კანონზომიერებას ამჩნევთ?
ამ  გაკვეთილზე  შეისწავლიან   სამზე  გაყოფადობის  ნიშანს.
მოსწავლეები  გააკეთებენ  შესრულებული  დავალების პრეზენტაციებს.
მასწავლებელი მოსწავლეებს  აძლევს  საშინაო  დავალებას.


შეფასება: 
რა გზით დააკვირდებით მოსწავლეთა სწავლის პროცესს და შედეგებს? რის მიხედვით იმსჯელებთ მათ მიღწევებზე?
რამდენად აქტიურები არიან ისინი, როგორ ასრულებენ მოცემულ დავალებებს, როგორ შეასრულეს დამოუკიდებელი სამუშაო… (იხ. შეფასების სქემა - დანართი 15)
შეფასების  ზოგადი სქემა  იხილეთ  დანართიN11   დაN8

დამატებითი რესურსები:  იხილეთ  დანართები:



                                                              დანართი  N1
                                                                 დანართი      N2
                 


                                              დანართი  N=3


              
                                          
                   
                        დანართი   N4




                                  დანართი N5             

ტესტების  გადაგზავნა ბუკით





                                                 დანართი N6
                                             (ბარათები)


                                  დანართიN7






 
                                                              

                                                                   
 
    
  

                                                   
      დანართი N 8  
                                      
 ჯგუფების    შეფასება 

სწორი პასუხების რაოდენობა
შეფასება
1-4
5-7
8-9
10





                                        დანართიN9

                                             გამოყენებული   რესურსი  ( ლამინირებული
                                       სათამაშო   ფერადი  ფულის კუპიურები)











                                                            დანართი  N10





 





                                                        დანართიN11

                                შეფასების ზოგადი სქემა
შეუძლია:(  უშვებს შეცდომებს, უჭირს) ერთნიშნა რიცხვზე  გაყოფა, კერძოდ  სამნიშნა რიცხვის ერთნიშნა  რიცხვზე  გაყოფა , სხვადასხვა  ხერხის  გამოყენებით.
  
შეუძლია: (უშვებს შეცდომებს,  უჭირს) ნაშთის პოვნა,  გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას, ნაშთით გაყოფის შემთხვევაში, ახდენს ნაშთის ინტერპრეტაციას
  
შეუძლია:(უშვებს შეცდომებს,  უჭირს)
  ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით.ახალი ცოდნის გამტკიცება  ტექსური ამოცანების  ამოხსნისა  და  შემდგომ  ერთობლივი  განხილვის მიზნით ,  საყოფაცხოვრებო  ვითარებაში  ცოდნის  გამოყენება.

   
შეუძლია:  (უჭირს)                            ისტის  გამოყენება    გაკვეთილის მსვლელობის  დროს.
   

  

                           დანართი  N12









                              დანართი N13

შეავსეთ  ცხრილი: (აირჩიეთ  ცხრილის მიხედვით, გასაყოფი და მისი  შესაბამისი გამყოფი, სტიკერებზე  დაწერეთ  განაყოფი  და  ნაშთი,  შეარჩიეთ შესაბამისი  უჯრა  და  მიაკარით  ცხრილზე;)
N=
გასაყოფი
გამყოფი
განაყოფო
ნაშთი
1
  125
    5


2
  240
    8


3
  324
     7


4
   561
    4


5
     390
     6


6
     765
     2


7
      981
      4


8
      876
      3


9
    630
       9


10
    250
     5


11
     320
     10



 
                          დანართი  N14


Iჯჯ

24;  75;   45;  78
      ჯგუფური  მუშაობისთვის

IIIჯჯ

II იიიიიიiiiჯჯ

30;  27;   36;  96

























72;  99;  21;   33
 



                                                   დანართი   N15




გაკვეთილის  მთავარი თემა
ერთნიშნა რიცხვზე გამრავლება
სწავლების საფეხური
დაწყებითი  საფეხური-IV  კლასი;  მათემატიკა,  ისტ

მოსწავლეთა პროფილი
20 მოსწავლე

მასწავლებლის სახელი და გვარი
ნინო  ილურიძე






გაკვეთილის მიზნები და შედეგები

 მოსწავლეები  შეძლებენ:
  •  ერთნიშნა რიცხვზე  გამრავლებას,  სხვადასხვა ხერხის გამოყენებით.  
  • გამოიყენებენ  ,,ჯიპრაიდის“  სხვადასხვა მთოდს
  •  ჩამოუყალიბდებათ  ერთნიშნა რიცხვზე გამრავლების სწრაფი უნარ-ჩვევები.   
  • ისტ-ის გამოყენებით შეასრულებენ სავარჯიშოებს
  •  ჩამოუყალიბდებათ თვითშეფასებისა  და  ჯგუფური მუშაობის უნარი.
ესგ სტანდარტები:

მათ. IV.3. მოსწავლეს შეუძლია გამრავლების მოქმედებების შესრულების რომელიმე ხერხ გამოყენება.

·      ხსნის რიცხვის 100-ზე და 1000-ზე და ა.შ. გამრავლების და ნულებით დაბოლოებულ რიცხვების გამრავლების შემოკლებულ წესებს; იყენებს მათ გამოთვლების შესრულებისას;
·      იყენებს წერით ალგორითმს რიცხვებზე გამრავლება-გაყოფის  მოქმედებათა შესასრულებლად და განმარტავს გამოყენებულ ხერხს ;

1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს, ადეკვატურად აღიქვას გადაგზავნილი ვიდეო მასალა
·        ასრულებს მასწავლებლის მიერ მითითებულ ინსტრუქციებს.
·     გამოსახავს რიცხვებს შესაბამისი თანრიგის ერთეულების მიხედვით  შესაბამის ადგილზე და  ახდენს  ერთნიშნა რიცხვზე გამრავლებას

 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე
·        გამრავლების  ცხრილი, გამრავლების თვისებები
·        აღწერს ილუსტრაციას:  შეუსაბამებს თანრიგის ერთეულებს შესაბამისი ფერის მიხედვით  მაგნიტურ ისრებს და ფერად კამათლებს, ასევე მაგნიტურ  სვეტებს, აგურებს  და კვადრატებს.
·         
3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს, რომ ერთნიშნა რიცხვზე გამრავლების სხვადასხვა ხერხის გამოყენებით შედეგი ერთი და იგივეა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·     სიტყვიერად აღწერს ერთნიშნა რიცხვზე გამრავლების ყველა ხერხს.
4. მოსწავლეს შეუძლია გამრავლების შედარება და შეფასება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·     გამრავლების შესრულების დროს პასუხს ამოწმებს და ადარებს, გამრავლების სხვა ხერხის გამოყენებით.           (მაგალითად წრეებისა და ისრების გამოყენებით გამრავლების შედეგს  ადარებს წერითი გამრავლების დროს მიღებულ პასუხს  და  ა.შ.).

5. მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს.
           შეუძლით მასწავლებლთან  დაკავშირება  გაკვეთილის                                                                                .            მართვის პროცესში 
·        სწორად იყენებს ციფრულ მოწყობილობებთან ურთიერთქმედებისა და შეტანა-გამოტანის საშუალებებს, ამ მოწყობილობების ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით (მაუსი, touch-pad, კლავიატურა, მონიტორი);
·        სწორად მოიხმარს შენახვის მოწყობილობებს (მაგალითად ფაილის შენახვა)
    
6. მოსწავლეს შეუძლია ისტ პროდუქტის შესაქმნელი საშუალებების გამოყენება
იყენებს გეომეტრიულ ფიგურებს   და  სახატავ და ტექსტურ რედაქტორებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული სასწავლო აქტივობისას.
წინასწარი ცოდნა

ამოცანის წარმატებით შესრულებისათვის ბავშვებს უნდა შეეძლოთ შემდეგი საკითხების ცოდნა და გამოყენება:
1) გამრავლების ცხრილი, გამრავლების თვისებები,  რიცხვის გაშლილი სახით ჩაწერა, თანრიგის ერთეულების ადგილების დასახელება, მოცემული რიცხვების გრაფიკულად გამოსახვა გეომეტრიული ფიგურების საშუალებით   ფერების და სიდიდის მიხედვით. ეუფლებოდნენ ისტ-ში მუშაობას.  შეეძლოთ ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა.
შეფასების საგანი და პროცედურები

 მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა განმავითარებელ შეფასებას დაკვირვების საფუძველზე, თუ:
·        როგორ   შეასრულეს     მოასწავლეებმა  ერთნინა რიცხვზე გამრავლება სხვადასხვა ხერხის გამოყენებით
·        რამდენად   გაართვეს თავი  ჯგუფური მუშაობისას.
·         როგორ გამოსახავენ  მოცემულ რიცხვებს გრაფიკულად.
·         როგორ   ასრულებენ    წერით     დავალებას რაფთ            .  .   .            ფორმატით _  საკლასო  სამუშაოს შესრულებისას   
·               შესაძლებელია   მოცემული   მიმართულებები   კრიტერიუმებადაც  ჩამოვაყალიბოთ  და   წარმოვადგინოთ   სიტყვიერი კომენტარით,   შეფასების ცხრილით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

გოგიშვილი, ვეფხვაძე - მათემატიკა IV-კლასი, რვეული, დაფა, ცარცი, მაგნიტური დაფა,  ბუკები+1 მასწავლებლის ბუკი, პროექტორი, მაგნიტური ისრები, მაგნიტური: აგურები, სვეტები და კვადრატები, ფერადი კამათლები, ფერადი სანიშნები.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტ


მასწავლებელი წინა დღით მოსწავლეებს ბუკებში კლასის მართვის პროგრამის ფაილის გადაგზავნის რეჟიმით აწვდის დამხმარე ელექტრონულ წიგნს თემაზე  -ერთნიშნა რიცხვზე გამრავლება . ამდენად, გაკვეთილი მიმდინარეობს „შებრუნებული კლასის მოდელით“. მოსწავლეებს გაკვეთილის გამოწვევისა და წვდომის ფაზები სახლში აქვთ გასავლელი.
ელექტრონულ   დამხმარე   წიგნს  წინასწარ ადგენს მასწავლებელი. წიგნში   მოცემულია ილუსტრაციები და მასწავლებლის   ხმოვანი კომენტარები,  რაც  მოსწავლეს დახმარებას   გაუწევს  თავად  შეიმეცნოს  ახალი  მასალა , სახლში  მუშაობის პროცესში. მოსწავლეს საშუალება ეძლევა ელექტრონული წიგნი მრავალჯერ ნახოს  და ახალი მასალა  კარგად გაიაზროს.
მომდევნო დღეს რეფლექსიის ფაზა გრძელდება საკლასო ოთახში ერთ გაკვეთილზე წარმოდგენილი მრავალფეროვანი აქტივობებით.
აქტივობა1. შეკითხვების საშუალებით განვლილი მასალი გამეორება--(3წთ)
აქტივობა 2. შეკითხვების საშუალებით ვამოწმებთ  გაეცვნენ თუ არა  ბავშვები  ელექტრონულ წიგნს-  ანუ  დავალებას (13წთ)     
კითხვები:
1)გამრავლების რამდენი ხერხი იყო განხილული ელექტრონულ წიგნში?
2) რომელი ხერხი მოგეწონათ ყველაზე მეტად?                                
 3)ყვითელი ისრებით რომელ თანრიგის ერთეულები იყო გამოსახული ელ.წიგნში?
4)სვეტებით რომელი თანრიგის ერთეულები იყო გამოსახული ელ.წიგნში?
მასწავლებელი    პროექტორის  გამოყენებით   აჩვენებს   მოსწავლეებს     გადაგზავნილ მასალას ,,ერთნიშნა რიცხვზე გამრავლება“ გახმოვანებით. ბავშვები  ახდენენ  საკუთარი ცოდნის განმტკიცება-გამეორებას.        
აქტივობა3. იმის გასაგებად   გაიგეს თუ  არა ერთნიშნა რიცხვზე გამრავლება ვიმოგზაურებთ  ,,წყალ-ქვეშ’’.    (13წთ).
მასწავლებელს  გამზადებული აქვს , ელექტრონული წიგნი  სადაც გარკვეული ინფორმაციის მისაღებად მოსწავლეებს შესთავაზებს  მაგალითების ამოხსნას  ერთნიშნა რიცხვზე გამრავლების სხვადასხვა ხერხის  გამოყენებით .
გადაგზავნილია wordi-ს  საქაღალდე  სადაც  ბავშვები ასრულებენ საკლასო სამუშაოს


აქტივობა 4.  შესწავლილი მასალის განმტკიცება - ჯგუფური მუშაობა (14წთ)
  ფერადი კამათლების გამოყენებით  ჯგუფები,  განსაზღვრულ დროში   შეასრულებენ  წერით გამრავლებას
აქტივობა 5.შეფასების ცხრილი(2წთ)
მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს წინასწარ გამზადებილი ცხრილით,  შემდეგი  კრიტერიუმების  გათვალისწინებით:
1)გაკვეთილის მსვლელობისას  შეუძლია  ისტ-ის გამოყენება.
2)  წერითი გამრავლებისას  იყენებს გამრავლების ცხრილს.
3)სხვადასხვა ხერხით  ასრულებს ერთნიშნა რიცხვზე გამრავლებას
აქტივობა 5. რაფთ-ი:   საშინაო  დავალება(1წთ)
მასწავლებე     მასწავლებელი  სთხოვს მოსწავლეებს შეასრულონ წერითი დავალება ერთნიშნა რიცხვზე გამრავლება, სხვადასხვა ხერხის გამოყენებით გადაგზავნილი  რაფთ ფორმატში.



                                       ქართული






გაკვეთილის მთავარი თემა
ვაჟა-ფშაველას „სათაგური“
1 ნაწილი
ვ.როდონაია „ქართული ენა“
2X45 წთ
სწავლების საფეხური
 დაწყებითი. მე-4 კლასი


მოსწავლეთა  პროფილი
20 მოსწავლე


გაკვეთილის  მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები წაიკითხავენ ტექსტს გამოყოფენ ძირითად და მეორეხარისხოვან გმირებს , დაახასიათებენ . შეძლებენ წაკითხული ტექსტის გააზრებას დაასათაურებენ ეპიზოდებს. სათაურების მიხედვით  ისტ-ის გამოყენებით შეადგენენ ილუსტრაციებს და წარმოაგენენ სლაიდშოუს სახით.
 იმუშავებენ ლექსიკური მარაგის  გამდიდრებაზე




გაკვეთილისმიზნებიდაშედეგები

ქართ4-2,6,7,8,12,14
·         აღიქვამს და საუბრობს სათურის ტექსტი რთიერღმიმარებაზე . გამოხაავს თავის შთბეჭდილებას, ადეკვატურად იგებს პირობით ნიშნებს, საუბრობს შთბეჭდილებაზე.
·         მოსწავლე თვისუფლად პოულობს ტექსტში სიტყვებსა და გამოთქმებს, რომლებსაც ავტორი იყენებს მოვლენების ასაღწერად, სწორად აჯგუფებს არსებით სახელებს.
·          
წინასწარიცოდნა

რაიციან ან უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა იმისათვის, რომ ამ გაკვეთილის ამოცანები წარმატებით შეასრულონ?


შეფასებისსაგანიდაპროცედურები

დაკვირვება-ჩანიშვნა(ჩეკლისტი)
ტექსტის კითხვა ,გააზრება
ლექსიკური მარაგი- განმავითარებელი შეფასება


სასწავლომასალადა ტექნიკური რესურსები

დაფა, ფურცლები, მარკერი ან კალამი . ბუკი (მაგ., MS, PowerPoint და ა.შ.)



გაკვეთილისმსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
A-ფაზა- გამოწვევა
 კითხვა -პასუხის რეჟიმით: როგორ ფიქრობთსათაურის მიხედვით რაზე შეიძლება იყოს მოთხრობაში საუბარი?
როგორ გესმით მოცემული სიტყვები?
დაფაზე ჩამოვწერ სიტყვებს: სათაგური,  სათაგვეთი, განჯინა
წყვილებში გავანაწილებ  და წარმოადგენენ ლექსიკური სქემის სახით

სიტყვა
ილუსტრაცია
განმარტება
წინადადება

განსხვავებული ვერსიის აღმოჩენის შემთხვევაში განვიხილავთ , რატომ წარმოადგინა ასე.
B-ფაზა
პრეზენტაციის შემდეგ მასწავლებელი ტექსტს წავიკითხავ პაუზებით, რა მოხდა ამ ეპიზოდში? რა შეიძლება მოხდეს შემდეგ?
 გონებრივი იერიშით დაასახელებენ მოთხრობის გმირებს და ტექსტის მიხედვით დაახასიათებენ მთავარ გმირს. დაასახელებენ მსგავსი და საპირისპირო მნიშვნელობის სიტყვებს.























ოთხეულებს დავურიგებ ეპიზოდებად დაყოფილ ტექსტის ფურცლებს, ეძლევათ დავალება მოცემულ ეპიზოდს შეურჩიონ შესაბამისი სათაური. ( დიფერენცირების მიზნით შედარებით სუსტ ოთხეულს მივცემ ისეთ ნაწილს სადაც ნათლად ჩანს სათაური).

შესვენება

დასრულების შემდეგ რამდენიმე მოსწავლეს წავაკითხებ ეპიზოდს და გამოვარკვევ რა ნიშნით შეურჩია აღნიშნული სათაური, რომელი საკვანძო სიტყვა ან წინადადება გამოიყენა.
ყველა სავარაუდო სათაური ჩამოიწერება დაფაზე, შეირჩევა ყველაზე მისაღები, ტექსტთან ახლო ვარიანტი.
გაკვეთილის მართვის პროგრამით გადავუგზავნი ილუსტრაციებს. მოსწავლეები ინდივიდუალურად შეარჩევენ და სლაიდებზე განათავსებენ სათაურებს შესაბამისი ილუსტრაციით სიუჟეტის თანმიმდევრობის გათვალისწინებით.
C-ფაზა
მოახდენენ სლაიდშოუს პრეზენტაციას.







                                პირველი კლასი  დამკვირვებელი     
                                           ზ. ვახანია





მათემატიკის გაკვეთილის /აქტივობის დაგეგმის სქემა
თემა: გამოვაკლოთ 1, გამოვაკლოთ 2.                        
საგანი:  მათემატიკა
კლასი---პირველი
საჭირო  დრო:
რა დრო  დასჭირდება  ამ აქტივობის  განხორციელებას? ერთ გაკვეთილზე  ჩატარდება თუ  რამდენიმე  გაკვეთილზე  გადანაწილდება?
 აქტივობა  მიმდინარეობს ორი გაკვეთილის  განმავლობაში-70 წთ.
შესავალი:
გაკვეთილის  აქტივობის ძირითადი მიზანი:

მათემატიკური ტოლობების წაკითხვის უნარის გამომუშავება,
    1-ისა  და 2-ის გამოკლების   ჩვევების  განვითარება.
   ახალი მასალის განმტკიცება  სხვადასხვა  რესურსის გამოყენებით.
    შეძლონ  საყოფაცხოვრებო  ვითარებაში  ახალი  ცოდნის  გამოყენება.

სწავლის შედეგი
დამოკიდებულება:
მოსწავლეებს განუვითარდებათ მისწრაფება, ეძიონ ერთნიშნა რიცხვის გამოკლებისას
სხვადასხვა რესურსის გამოყენება,  გამოარჩიონ მნიშვნელოვანი იდეები,  მსჯელობისას  დააფასონ    თანატოლებისა და  საკუთარი  მოსაზრებები.

ცოდნა:(ფაქტები, სიტყვები, ტერმინები, დასამახსოვრებელი  ინფორმაცია  და სხვა.)
მოსწავლეები  დაადგენენ:  გამოკლებას სხვადასხვა  რესურსის  გამოყენებით. პოულობენ  სხვაობას,  ამოცანის ამოხსნის შემთხვევაში  ახდენენ გამოკლების  ინტერპრეტაციას  ამოცანის  კონტექსტის გათვალისწინებით.
უნარები:(სააზროვნო უნარები,  საგნობრივი უნარები, შეფასების უნარები, გამოთვლის სტრატეგიები და სხვა.)
 მოსწავლეებს განუვითარდებათ:
გამოკლების უნარები   სხვადასხვა  რესურსის  გამოყენებით.   ამოცანის  კონტექსტის  გათვალისწინებით.  შეძლებენ საყოფაცხოვრებო  ვითარებაში  ცოდნის   გამოყენებას.
ეროვნული  სასწავლო გეგმის სტანდარტები:
    მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  სიტყვიერად აღწერს შეკრების, გამოკლების, ტოლობის და შედეგის ცნებებს სხვადასხვა კონტექსტში (მაგალითად, "დავუმატოთ",  "მოვაკლოთ", მიმატება - გაზრდა; გამოკლება – შემცირება, განცალკევება, განსხვავება);
Ø  ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას, განსაზღვრავს განსხვავებას (მაგალითად, “რამდენით გაიზარდა/შემცირდა?") და აღწერს რიცხვებს შორის დამოკიდებულებებს;
Ø  ზეპირად ანგარიშისას იყენებს 1-ის ტოლი ბიჯით თვლას ან სხვა ხერხს და ახდენს შეკრება-გამოკლების მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირებას  მოდელის გამოყენებით;
Ø  მოცემული გროვისათვის ასახელებს ამ გროვის მითითებულ რაოდენობამდე შესავსებად საჭირო დამატებით რაოდენობას; ზეპირად ასრულებს 10-ის გავლით შეკრება-გამოკლებას და ახდენს გამოყენებული ხერხის დემონსტრირებას.


საჭირო  წინარე ცოდნა და უნარები:   მოსწავლები -
 საგანთა გროვას უსაბამებენ რიცხვებს და რიცხვით სახელებს.
 ამოიცნობენ მითითებული რიცხვების შესაბამისი რაოდენობის საგანთა გროვებს.
 კითხულობენ და წერენ რიცხვებს; გამოსახავენ მათ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით.
 ერთმანეთს უკავშირებენ თვლას, რიცხვებს შორის მიმართებებს და შეკრბა -შემცირების მოქმედებებს.

წინარე ცოდნის შეფასება ( რა იცით მოსწავლეთა ცოდნისა  და  უნარების შესახებ? რა წყაროებს ეყრდნობით)
მოსწავლეთა წინარე ცოდნა  გამოიკვეთა  მათი საშინაო დავალების შესრულებიდან, წინა გაკვეთილის მსვლელობისას  მოსწავლეთა  დაკვირვებიდან.
რაოდენობების  გაზრდა ან  შემცირებიდან..
რიცხვები 1-დან 10-მდე . მომდევნო და წინა რიცხვების დასახელებით.
რიცხვების შედარება  მათემატიკური ნიშნების გამოყენებით.

გაკვეთილის  აქტივობის გეგმა
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები:
დაჯგუფების რომელ ფორმებს გამოიყენებთ ამ აქტივობის განხორციელებისას (მთელი კლასი, წყვილები, სამწევრიანი, ოთხწევრიანი, ჰომოგენური, ჰეტეროგენული  ჯგუფური და სხვა...)?
მოსწავლეები მუშაობენ:   ინდივიდუალურად, წყვილებში ,  ზოგჯერ მუშაობა მიმდინარეობს  მთელ კლასთან
დაჯგუფების კრიტერიუმები:
რის მიხედვით დააჯგუფებთ  მოსწავლეებს:
დიფერენცირებული სწავლების, მოსწავლეთა სწავლების მიხედვით:
 მასწავლებელი  წყვილებს   შექმნის  სხვადასხვა მზაობის  მოსწავლეების
 მიხედვით ,  წინა დღისით  გადაგზავნილი  ტესტის საფუძველზე.
I--- ,,არასაკმარისი მზაობის“  მქონე მოსწავლეები
II-  --,,დამაკმაყოფილებელი  მზაობის“მქონე მოსწავლეები
III- ---,,მაღალი მზაობის“ მქონე მოსწავლეები

სასწავლო მასალა: (ტექსტი, თვალსაჩინოება, ინტერნეტ რესურსი  და  სხვა).
მოსწავლის სახელმძღვანელო, რვეულები,ლურჯი და მწვანე კალმისტრები, დაფა, ცარცი,  ფერადი წებოვანი ფურცლები, სტიკერები,         მარკერი, ჩხირები,      საანგარიშო,                     G-PRIED-ის ბარათები, კუბურები, აგურები,  ფერადი მაგნიტური ისრები, ლეპტოპი,როუტერი,  ,,დიახ“   ,,არა“-ს    ფერადი ბარათები,  ფერადი სათამაშო ფულის  ერთეულები,   მანიპულატივები,მაკეტები, მაგნიტური აგურები,     G-PRIED-ის   პლაკატები,  პროექტორი.

ბარათები წყვილებში სამუშაოდ განაწილდება მზაობის დონის შესაბამისად (სირთულის მიხედვით)

გაკვეთილის/ აქტივობის   ეტაპი
 I-წინასწარ
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების   და წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით გაკვეთილი იწყება  ლოგიკური
აზროვნების კითხვებით . მასწავლებელი აძლევს განმარტებას:
   ჩემს მიერ დასმული  კითხვის    პასუხი, თუ  ერთია, მაჩვენეთ  ერთი თითი.   თუ ჩემს მიერ დასმული  კითხვის  პასუხია  --ორი ,  მაჩვენეთ ორი თითი,
  თუ  დასმული  კითხვის    პასუხია  ---  რამდენიმე, მაჩვენეთ  ხუთი  თითი,   ჩემს მიერ დასმული  კითხვის    პასუხია მრავალი,  მაჩვენეთ ათი თითი.
კითხვები:
1)      რამდენი თვალი აქვს ადამიანს? –(ორი თითი)
2)      რამდენი ცხვირი აქვს ადამიანს?- (ერთი თითი)
3)      რამდენი ვარსკვლავია ცაზე?—(ათი თითი.  მრავალი)
4)      სამდენი  გოგოა კლასში?—(ხუთი თითი--- რამდენიმე)
და ა.შ.
5)      კურდღელს რამდენი ყური აქვს? –(2 თითი)
6)      ათ კურდღელს რამდენი ყური ექნება? ( ხუთი თითი- რამდენიმე)

საშინაო  დავალების შემოწმება:
 შემოწმება ხდება შემდეგნაირად: პროექტორის დახმარებით თეთრ მაგნიტურ დაფაზე  ხდება ცხრილის ჩვენება, რომელიც ბავშვებს  წერით დავალებად ქონდათ მიცემული. ინდივიდუალურად
ბავშვები მარკერის დახმარებით ავსებენ  განათებულ ცხრილს  .
ასევე  მასწავლებელი ჩამოვლით,
ამოწმებს  საშინაო დავალებას :  (იხილეთ
დანართი  N1)
     საშინაო  დავალების შემოწმება მოხდება
მოსწავლეების მიერ  ადგილიდან წაკითხვით.  ბავშვები ამოწმებენ და ასწორებენ  წერით  დავალებას  ლეპტოპში.       (სახელმძღვანელო  გვერდი  89- N 2 ).


მასწავლებელი კი მერხებს შუა ჩამოვლით ამოწმებს დავალებას,
თუ რაიმე გაუგებარი  აღმოჩნდა 
მასწავლებელი  აუხსნის  ბავშვების დახმარებით.
შესწავლილი მასალის  გამოკითხვაც, კითხვების დასმით  ხდება:

1)       დაასახელეთ შეკრების კომპონენტები
2)      რომელი  რიცხვია პირველი შესაკრები?
3)      მეორე შესაკრეფი?
4)      ჯამი?
5)      რომელი რიცხვი უნდა მივუმატოთ  სამს  რომ მივიღოთ ხუთი?   და ა. შ.
ვიყენებთ პლაკატს

 შესაბამისად ხდება ბავშვების შეფასება.
(იხ. დანართი N2) წინასწარ გამზადებული  შეფასების კრიტერიუმებით.

მასწავლებელი  ავალებს   
ბავშვებს ,რომ  ლეპტოპი მოათავსონ  მერხის შუაში და მოიმარჯონ ჩხირები
ამის შემდეგ  ბავშვები  ასრულებენ მასწავლებლის მითითებებს.
ხუთი ჩხირი მოათავსეთ მერხის, მარჯვენა  ზედა კუთხეში, ოთხი ჩხირი მოათავსეთ  მერხის მარცხენა  ქვედა კუთხეში,  სამი ჩხირი მოათავსეთ მარცხენა ზედა კუთხეში, ამის შემდეფგ  სვავს კითხვებს : რამდენი ჩხირია მერხის მარჯვენა ზედა კუთხეში? მარცხენა ზედა კუთხეში?  და ა.  შ.   ახლა მარჯვენა ქვედა კუთხეში  დაამატეთ   ორი ჩხირი, რამდენი ჩხირი მივიღეთ?   მარცხენა ზედა კუთხეში დაამატეთ  სამი ჩხირი. რამდენი ჩხირი მივიღეთ?     მარჯვემა  ზედა კუთხიდან  აიღეთ ერთი ჩხირი- რამდენი დარჩა?  მარცხენა ქვედა  კუთხიდან   ჩხირების რაოდენობას  გამოაკელით  ორი ჩხირი . რამდენი ჩხირია ახლა?  და ა. შ.დაფაზე გამზადებულია   G-PRIED-ის პლაკატი, 


რომელსაც მასწავლებელი  იყენებს ამ აქტივობის მსვლელობისას.
ამის შემდეგ მოსწავლეებს გაუაქტიურდებათ  საჭირო წინარე ცოდნა  და მზად იქნებიან  გაკვეთილის შემდეგი  ფაზისათვის.
მოსწავლეები  გამზადებული არიან  წყვილებში  სამუშაოდ
სხვადასხვა მზაობის მიხედვით,
რომელიც  დადგენილ  იქნა  წინა  გაკვეთილზე   ჩატარებული ტესტის მიხედვით. 

I- ,,არასაკმარისი მზაობის“  მქონე მოსწავლეები

II-,,დამაკმაყოფილებელი  მზაობის“   მქონე მოსწავლეები
I II--,,მაღალი მზაობის“ მქონე მოსწავლეები.

 II-განმავლობაში
მასწავლებელი აცნობს გაკვეთილის თემას და მიზანს.
შემდეგ, არიგებს G-PRIED-ის   ბარათებს,
ვინ   ვარ მე?


დამოუკიდებლად ასრულებენ ბავშვები.
 სწორი პასუხი  რომელსაც ბავშვები  დაწერენ   წებოვან ქაღალდზე,  მაგრდება   მაგნიტურ დაფაზე რომელზედაც გაშუქებულია   ჯიპრაიდის ბარათები.
ამ აქტივობაშიც  შეფასდებიან  გამომსვლელები.
 წყვილებში  რიგდება  სამი ფერის,   სხვადასხვა დავალებები მოსწავლეთა მზაობის  მიხედვით
(იხ. დანართი N3).

ბავშვები დავალებას
ასრულებენ სხვადასხვა  რესურსის  გამოყენებით(მანიპულატივებით).
  მასწავლებელი   აკვირდება და საჭიროების შემთხვევაში  მითითებას  აძლევს,   ხოლო  დაკვირვების ჟურნალში  ხდება  6 ბავშვზე  დაკვირვება  როგორც  ამ  აქტივობისას  ასევე   მთელი გაკვეთილის მსვლელობისას.
 მუშაობის  დამთავრების  შემდეგმზაობის მიხედვით, თითოეული  წყვილი   ახდენს  ნამუშევრის  პრეზენტაციას  ანუ  ის ბავშვები  აკეთებენ პრეზენტაციას ,რომელზედაც ხდება დაკვირვება.(სულ 3-მი წყვილი გამოდის)
ასევე  პრეზენტაციის დროს ხდება წყვილების შეფასება.
შემდეგ ხდება  განტვირთვა მუსიკის  თანხლებით.


მასწავლებელი  ბავშვებს  ამუშავებს  სახელმძღვანელოში არსებულ  ამოცაზე, რომელის  ცოდნაც ბავშვებს   საყოფაცხოვრებო  ვითარებაში  გამოადგებათ. --თამაში ,, მაღაზიაში“. მასწავლებელი მოსწავლეებს რესურსად   სთავაზობს  ფერად  ლამინირებულ, სათამაშო ფულის   კუპიურებს.
(დანართიN4)  
მოსწავლეები  შეფასდებიან
 წინასწარ  განსაზღვრული   შეფასების კრიტერიუმებით  . 
მასწავლებელი მოსწავლეებს  აძლევს  მასალის განმამტკიცებელ  საშინაო  დავალებას:
(იხ. დანართი  N5) საშინაო  დავალება
 გადაგზავნილია   როუტერით ასევე დავალება  შუქდება პტოექტორითაც.

 III-შემდეგ ( მეორე  გაკვეთილი)
მოსწავლეები  კლასში  გაარჩევენ  საშინაო  დავალების  მაგალითებსა და ამოცანას,  რითაც  მასწავლებელი  აფასებს, თუ როგორაა მიღწეული   წინა გაკვეთილის  მიზანი,  რომელ მოსწავლეებს  სჭირდებათ  დამატებითი  დახმარება.
შემდეგ ხდება  მაგალითების
 როუტერით გადაგზავნა.  ბავშვები  აკეთებენ დამოუკიდებლად , ლეპტოპი  აფასებს  ბავშვებს.
ამით  კიდევ ერთხელ მოხდება  მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება.
 მასწავლებელი  აჯგუფებს  მოსწავლეებს  მზაობის  მიხედვით  და სთავაზობს  შესაბამის  დავალებებს. კლასი  იყოფა  ხუთ ჯგუფად,  თითოეულ  ჯგუფს  ურიგდება  ბარათები, 

მოსწავლეები  გააკეთებენ  შესრულებული  დავალების პრეზენტაციებს, რომლებიც შეფასდებიან.
მასწავლებელი მოსწავლეებს  აძლევს  საშინაო  დავალებას.

დანართი  N 6




შეფასება: 
რა გზით დააკვირდებით მოსწავლეთა სწავლის პროცესს და შედეგებს? რის მიხედვით იმსჯელებთ მათ მიღწევებზე?
დანართი :

კომპეტენციის დონის აღწერა
შეფასება
გააზრებულად და ზუსტად ასრულებს დავალებას. უშეცდომოდ კითხულობს და წერს რიხცვებს 10-მდე გაწაფულია მაგალითების კითხვისას.
სასწავლო მასალას წარმატებით გაართვა თავი.
ამოცანების ამოხსნისას ჩანაწერებში უშვებს შეცდომებსდა ზოგჯერ მიმატება-გამოკლებაშიც შეინიშნება ხარვეზები.
საჭიროებს დამატებით დამოუკიდებელ მუშაობას უნარ-ჩვევების გაწაფვისათვის.
უჭირს ტერმინების გარჩევა, ვერ იცავს დავალების შესრულების თანმიმდევრობას,ზოგჯერ უშვებს შეცდომებს  შეკრება -გამოკლების დროს.
საჭიროებს შემდგომ მეცადინეობას იმავე საკითხზე მასწავლებლის ხელმძღვანელობით.




დამატებითი რესურსები:  იხილეთ  დანართები: N1; N2; N3;N4;N5;N6: