გაკვეთილის გეგმები

         
გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი: ნინო ილურიძე                                 
თარიღი: 26.04.2018 წელი
საგანი:  მათემატიკა
სწავლების საფეხური /  დაწყებითი / კლასი: II
მოსწავლეთა რაოდენობა:  26           
სსსმ მოსწავლე: 0
დრო: 40 წუთი     
თემა:  გამოვაკლოთ ორნიშნა რიცხვები
გაკვეთილის მიზანი:
     ●  შეძლონ  ორნიშნა რიცხვების გამოკლება  სხვადასხვა ხერხის გამოყენებით.   
   ახალი   ცოდნის რეალიზება,  საყოფაცხოვრებო  ვითარებაში (ტრანსფერი).
 
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
მათემატიკა:
მათ. II.2. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  » სხვადასხვა საგნების ან მათი გამოსახულებების მეშვეობით ასრულებს შეკრების და გამოკლების ოპერაციებს.
  » ზეპირად ანგარიშისას იყენებს ბიჯით თვლას, ან სხვა ხერხს (მაგალითად, თანრიგების დაჯგუფება, მთლიანი ათეულით
"გადახტომა"); ახდენს მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირებას;
  »ზეპირად ასრულებს ათეულის გავლით შეკრება-გამოკლებას და ახდენს გამოყენებული ხერხის დემონსტრირებას
   (მაგალითად, რიცხვით კიბეზე ან საგანთა გროვაზე).
მათ.II.7. მოსწავლეს შეუძლია შეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი  ამოცანების ამოხსნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
» შეადგენს რეალური ვითარების ამსახველ, შეკრების/გამოკლების ერთი მოქმედების შემცველ, ეკვივალენტურ მთელრიცხოვან გამოსახულებას. (მაგალითად, ფულადი მონეტების ორი ისეთი ერთობლიობისათვის, რომელიც ერთსა იმავე თანხას შეადგენს);


საჭირო  წინარე ცოდნა და უნარები:
(მოსწავლეთა წინარე ცოდნა  გამოიკვეთა მათი საშინაო დავალების შესრულებიდან, წინა გაკვეთილის მსვლელობის დროს, მოსწავლეთა   აქტივობის დაკვირვებისას.)
  კითხულობს და ასახელებს ორნიშნა რიცხვებს. ორნიშნა რიცხვების ჩაწერაში  უთითებს ათეულებისა და
  • ერთეულების  ადგილებს, ასახელებს  ლუწ და კენტ რიცხვებს, ანახევრებს ლუწ  რიცხვებს, იყენებს შეკრების
  • გადანაცვლებადობის თვისებას,  პოულობს უცნობ შესაკრებს, შეუძლია: გამოკლების კომპონენტების დასახელება, საკლებისა და მაკლების პოვნა, რიცხვის გაშლილი სახით ჩაწერა, მოცემული რიცხვების გრაფიკულად გამოსახვა სხვადასხვა  რესურსის
  • გამოყენებით,    ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა,  იცნობს და ასახელებს ფულის კუპიურებს, ისტის ეფექტიანი  და უსაფრთხო გამოყენება.
უნარ-ჩვევები: ინდუქციური მსჯელობის, ანალიზის და ტრანსფერის უნარი.


N
აქტივობა
მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
თითოეული აქტივობის
მიზანი

1.


2.



საორგანიზაციო საკითხები

   გამოწვევის  ფაზა
 აქტივობა: ინტერესის  გაღვივება
- ლოგიკური  აზროვნების კითხვები. (გახალისება). ბავშვებს  მივცემ  განმარტებას  შემდეგზე:
დავასახელებ რიცხვს და  ამ რიცხვის შესახებ მოგაწვდით  ერთ-ერთ ინფორმაციას, სწორს ან მცდარს.  თუ სწორია დამიდასტურეთ მწვანე ბარათით, თუ მცდარია  წითელი ბარათით. მაგალითად:
1) 98  არის უდიდესი ორნიშნა რიცხვი.
--  რატომ ფიქრობთ ასე?
2) 45-ში  არის ხუთი ათეული და ოთხი ერთეული.---- რატომ ფიქრობთ ასე?
3) 65-ში არის სამოცდახუთი  ერთეული.
4)  33 შეგვიძლია  გავანახევრო.
რატომ ფიქრობთ ასე?
5)   55+10= 65


ვერბალური  ახსნა








მთელ კლასთან


მოსწავლეების ჟესტიკულაცია   და
,,დიახ“ და ,,არა“ ბარათები.
  

1წთ.



3 წთ.


















მოტივაციის ამაღლება.
გაკვეთილისთვის მზადება.

შემოწმება, თუ
რამდენად აქვთ ბავშვებს   ზეპირი აზროვნების უნარი განვითარებული.











3.



აქტივობა:  საშინაო  დავალების შემოწმება
საშინაო  დავალებას შევამოწმებ  შემდეგნაირად: პროექტორის დახმარებით თეთრ მაგნიტურ დაფაზე  ვაჩვენებ  ცხრილს,  რომელიც ბავშვებს  წერით დავალებად ჰქონდათ მიცემული  ლეპტოპში, ელექტრონული ვერსიით.
ბავშვები მარკერის დახმარებით შეავსებენ  განათებულ ცხრილს. ყუთში  წინასწარ გამზადებული    მექნება    ჩხირები, თითოეულზე  მითითებული იქნება მოსწავლის სახელი და გვარი. ამოვიღებ ერთ-ერთ  ჩხირს.   შემთხვევით  ამოღებული ჩხირის მიხედვით, რომელზეც მოსწავლის  გვარი  და სახელია მითითებული ,  ის მოსწავლე  გამოვა დაფასთან საპასუხოდ:

ასევე  მოხდება   ქვეშმიწერით შეკრება
 (იხილეთ  დანართი 2   ).
         
პარალელურად გამოვიყენებ კითხვებს:
იქნებ განმიმარტო რატომ  დაწერე 56?
 რატომ  ჩაწერე ხუთი?
როგორ მიხვდი რომ  ოთხი უნდა დაგეწერა?
პირველი შესაკრები რომ ყოფილიყო 24 და მეორე შესაკრები 65-თი  ჯამი გაიზრდებოდა თუ შემცირდებოდა?
საშინაო დავალებას  შევამოწმებ ასევე  მერხებს შორის ჩამოვლით.
თუ რაიმე გაუგებარი  აღმოჩნდება რომელიმე  მოსწავლისთვის ,      ბავშვებისა და ჩემი  დახმარებით მოხდება  ახსნა  და  პარალელურად  ჩასწორებაც.
განვახორციელებ/ მოვახდენ ეფექტურ უკუკავშირს.  
ყოჩაღ კარგი ბიჭი ხარ, რადგან შენ შეგიძლია  შეკრების ერთ-ერთი თვისების ჩამოყალიბება,შეგიძლია  თანრიგის ერთეულების დასახელება,   ორნიშნა რიცხვების შეკრება, შეკრების კომპონენტების დასახელება  და ჯამის პოვნა.
 დანართი N1
 
კითხვა-პასუხი.
მთელ კლასთან--
შემთხვევით ამოღებულ ჩხირზე მინიშნებული მოსწავლის  სახელის და გვარის მიხედვით.
პროექტოტი,26 ლეპტოპი+1  მასწავლებლის,   მარკერი, რიცხვითი კიბე, შეფასების სტიკერები.
დამჭირდა: ელ.წიგნი
Microsoft PowerPoint-ში,  
მაგნიტური:  სვეტები,აგურები, ფერადი ისრები, ჩხირები.



7 წთ.

განვლილი მასალის   გამეორების მიზნით,  შეძლონ  
ორნიშნა რიცხვების  შეკრება.



შეძლონ ისტ-ის   ეფექტური და უსაფრთხო  გამოყენება.


4.























































შინაარსის  რეალიზება:
აქტივობა:   განტვირთვა
ბავშვებს შევთავაზებ თამაშს-  ,,დღე და ღამე“, რომელიც განხორციელდება შემდეგნაირად.
როდესაც  ვიტყვი დაღამდა  ბავშვები თვალებს ხუჭავენ, დაფაზე ვწერ მაგალითს რომლის ერთ-ერთი შესაკრები ბარათითაა დაფარული, როდესაც ვიტყვი გათენდა  თვალებს გაახელენ ბავშვები და შეეცდებიან გამოიცნონ რომელი რიცხვია ამ ბარათის ქვეშ დამალული. ამ თამაშის წესს კი განმარტებას რომელიმე ბავშვის დახმარებით მოვახდენ, რადგან სხვადსახვა საკითხის შესწავლისას ჩვენ ხშირად გვითამაშია  ეს თამაში.
45+         = 65
        + 7 = 97
როგორ მიხვდი რომ   97 იყო დამალული? კიდევ როგორ შეიძლება, რომ მივხვდეთ  ბარათის ქვეშ რა რიცხვია დამალული?( ჯამს გამოვაკლოთ ცნობილი შესაკრები  97-7=90)
შემდეგ  მაგალითში ნულის მაგივრად შეცდომით  ჩავწერ რაიმე რიცხვს, ბავშვები აზუსტებენ  რა რიცხვია ბარათის ქვეშ დამალული და რატომ ფიქრობენ ასე  და რიცხვის გამოჩენის დროს სპეციალურად- გამიზნულად შეცდომით ჩაწერილ რიცხვის  ჩაასწორებას მოახდენენ.

24 -        =24

       -5 = 65
რა მოქმედებაა?
დაასახელეთ გამოკლების კომპონენტები ..
როგორ ვიპოვოთ საკლები?
კითხვა-პასუხი
მთელ კლასთან
ფორმატის ქაღალდზე გაამზადებული- თემის, მიზნების,შეფასების კრიტერიუმების,  სტიკერები, ვერცხლის ფერი ბარათი.






3 წთ.

მოსწავლეებს განუვითარდებათ მისწრაფება,  გაიღრმავონ და განივითარონ წარმოდგენები  
შეკრება- გამოკლების დროს.




























მოსწავლეებმა შეძლონ გაკვეთილის  თემისა და მიზანს
გაგება-გააზრება.

5.









6.
სიღრმისეული წვდომა
აქტივობა:
გაკვეთილის მიზნის გაცნობა

   ამ აქტივობის  შემდეგ  მოხდება  
გაკვეთილის თემის,  მიზნის და შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.

 აქტივობა: შინაარსის  რეალიზება
თეთრ მაგნიტურ დაფაზე საშინაო დავალების შემოწმებისას , ქვეშმიწერით განათებულ მაგალითზე .მივაქცევინებ ყურადღებას და  დავსვამ კითხვას.
თქვენი აზრით, მიმატების მაგივრად გამოკლება რომ ეწეროს,  მიღებული პასუხი გაიზრდება, შემცირდება თუ იგივე დარჩება?
მაგალითი, რომელიც  იქნება ისევ დაფაზე განათებული და მიმატებას გამოკლებით ჩავანაცვლებთ.  აქვე შევასრულებთ გამოკლებას (აბა გამოიცანით რა რიცხვს მივიღებთ?).
მოსწავლებს  გავაცნობ წინასწარ გამზადებულ  ციფრულ რესურსს. სლაიდებზე       გამოსახული იქნება რიცხვები გრაფიკულად. ბავშვები  შეეცდებიან ამოიცნონ და
სლაიდზე  კითხვასთან  ერთად გამოჩნდება იმ ბავშვის ფოტო, რომელმაც  დასმულ კითხვას უნდა უპასუხოს ( კლასის ორგანიზებისა და ინტერესის გამოწვევის მიზნით).
(იხ. დანართი 2)მეტ
აქტივობის განმავლობაში მოსწავლეებს  შევაფასებ განმავითარებელი შეფასებით, შესაბამის კომენტარითა და სტიკერებით.  მოვახდენ ეფექტურ უკუკავშირს. მაგ: რატომ ფიქრობ, რომ გამოკლების დროს საჭიროა ათეულების არედან ლურჯი ისრების აღებაა საჭირო? იქნებ ახსნა როგორ მიხვდი?  ათეულების გამოკლებისას რატომ ვიღებთ სვეტებს და არა აგურებს? როდესაც ქვეშმიწერით ვასრულებთ შეკრებას, რატომ უნდა შევუსაბამოთ ერთმანეთს ერთნაირი თანრიგის ერთეულები?
კითხვა-პასუხი.


















მთელ კლასთან

ელ.წიგნი - Microsoft PowerPoint -ში.

შეფასების სტიკერები.









4 წთ.
შეძლონ  ორნიშნა რიცხვების  ათობით პოზიციური სისტემით  წარმოდგენების მოდელის  გამოყენებით გამოკლების შესრულების  დემოსტრირება.




   შეძლონ   ორნიშნა რიცხვის ორნიშნა  რიცხვზე გამოკლება სხვადასხვა  ხერხის გამოყენებით.

7.



აქტივობა აღწერა:
ორგანიზების ფორმა:
ჰეტეროგენულ ჯგუფებად  დაყოფა
მთელი კლასი .
მერხზე   წინასწარ გამზადებული მექნება   ბარათები, რომელსაც სხვადასხვა რიცხვი აწერია.  ბავშვები აიღებენ ბარათებს, ვისაც რა რიცხვი შეხვდება, იმ ადგილს დაიკავებენ,  სადაც შესაბამისი რიცხვი დევს, ჯგუფების მიხედვით. ასე შეიქმნება 5-ჯგუფი.
მოსწავლეები დაიყოფიან ჰეტეროგენურ ჯგუფებად .
ჯგუფური მუშაობა   „ სეგმენტური ხერხის“   გამოყენებით განხორციელდება.
ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე ერთ-ერთი მოსწავლის დახმარებით  მოვახდენ წესების განმარტებას, თუ როგორ უნდა დაიცვან წესები  ჯგუფური მუშაობის დროს (ფუნქციების განაწილება, ვუსმენთ ერთმანეთს,  ვიზიარებთ ერთმანეთის აზრს, ვიცავთ დროის ლიმიტს და ა. შ.).




შემთხვევითობის პრინციპი.

მთელ კლასთან.


ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე ერთ-ერთი მოსწავლის დახმარებით  მოვახდენ წესების განმარტებას, თუ როგორ უნდა დაიცვან წესები  ჯგუფური მუშაობის დროს (ფუნქციების განაწილება, ვუსმენთ ერთმანეთს,  ვიზიარებთ ერთმანეთის აზრს, ვიცავთ დროის ლიმიტს და ა. შ.).


სხვადასხვა სახის ბარათები, რომელსაც აწერია   სხვადასხვა რიცხვები,










C:\Users\User\Desktop\დასწრების  მასალებია\ჯგუფური მუშაობისთვისაა  კარგი.PNG

2წთ.

შეძლონ ჰეტეროგენულ ჯგუფებად დაყოფა.

8.

აქტივობა:ცოდნის კონსტრუირება, გააზრება.

ჯგუფების შექმნის შემდეგ მოსწავლეები  ჯგუფში გაინაწილებენ ფუნქციებს, რომელიც, მოსწავლეების მკლავზე   შესაბამისი სამკლაურით დაფიქსირდება.
მოვახდენ  ჯგუფური დავალებების განმარტებას,  რომ ჯგუფური მუშაობა განხორციელდება  სეგმენტური ხერხის გამოყენებით, ფურცლებს გავამზადებ წინასწარ. მუშაობის დაწყების წინ ჯგუფებს  ვაძლევ ერთ ფურცელს. ყველა ხსნის მაგალითს ინდივიდუალურად ცალკე სეგმენტში. განიხილავენ თითოეულის ნამუშევარს  და მრგვალ მაგიდაზე კაპიტანი წერს საბოლოო(სწორ) პასუხს, რომელსაც პრეზენტაციის დროს წარადგენს.
 I-ჯგუფის დავალება:

II-ჯგუფის დავალება:


III-ჯგუფის დავალება:

IV- ჯგუფის დავალება:
V-ჯგუფის დავალება:
ამის შემდეგ დაიწყება ჯგუფური მუშაობა, სადაც დრო იქნება  მითითებული.
  დაკვირვების ჟურნალის გამოყენებით,  წინასწარ შერჩეულ ბავშვებს დავაკვირდები და თითოეული მათგანის მონაცემს შევიტან ჟურნალში.   საჭიროების შემთხვევაში ჯგუფს მივცემ მითითებას.


პრეზენტაცია


დროის ამოწურვის შემდეგ ჯუფები შეწყვეტენ მუშაობას,  კაპიტნები ერთდროულად გამოიტანენ ნამუშევრებს და მაგნიტების დახმარებით დაფაზე აკრავენ.

პრეზენტატორები  თანმიმდევრულად გააკეთებენ პრეზენტაციას.
პრეზენტაციის დროს კი გამოვიყენებთ შემდეგ კითხვებს:
  1. როგორ  მიხვდით   რომ სწორი  ნამუშევარი იყო?
  2. რატომ გამოსახეთ ათეულები ლურჯი ისრებით?
3) რას  მიხვდი გამოკლების შესრულებისას, როგორი  რიცხვია საკლებთან შედარებით სხვაობა?
4) როგორ უნდა ვიპოვოთ სხვაობა?
 ასევე მოსწავლეებიც დაუსვამენ კითხვას პრეზენტატორს თუ ექნებათ ამის სურვილი.
პრეზენტატორების გამოსვლის შემდეგ თითოეულ ჯგუფს შეაფასებენ დანარჩენი ჯგუფები  შესაბამისი ნიშნაკებით. ასევე შევაფასებ მეც, შესბამისი კომენტარითა და სტიკერის გამოყენებით.
მაგალითად:
1)  თქვენმა ჯგუფმა დაიმსახურა გული, რადგან თქვენ შეგიძლით  გამოკლების შესრულება სვეტებისა და აგურების გამოყენებით, შეგიძლიათ რიცხვების გრაფიკულად გამოსახვა,   შეგიძლია მათემატიკურად სწორი მეტყველება .
2) დაიმსახურეთ  გაღიმებული სმაილი,რადგან შეგიძ;ლია   ორნიშნა რიცხვების გამოკლება და სწორი პასუხის დაფიქსირება, კარგი იქნება თუ ისაუბრებ და რასაც აკეთებ  ხმამაღლა --გაახმოვანებ.


ჯგუფური მუშაობა  
ინდივიდუალური  და ჯგუფური .






























































































































ჯგუფებთან




სპეციალური სამკლაურები კაპიტნებისთვის.
წინასარ გამზადებული სეგმენტური მეთოდის სამუშაო ფორმატის ფურცლები--


C:\Users\User\Desktop\დასწრების  მასალებია\ჯგუფური მუშაობისთვისაა  კარგი.PNG
ფერადი დავალებები,  სვეტები ,აგურები, მაგნიტური ისრები,
მანიპულატივები.































































დაფა, მაკერი, საჩვენებელი ჩხირი,   დიახ არა ბარათები,
შეფასების სტიკერები.

           
             G:\საკუთარი  თავის   შეფასებები\11178304_1591504671091746_4216104804975651504_n.jpg

G:\საკუთარი  თავის   შეფასებები\Снимок (11).PNG





5 წთ.


































































































































9 წთ.

მოსწავლეებმა შეძლონ  და ეძიონ ორნიშნა რიცხვის გამოკლება,
სხვადასხვა ხერხის  გამოყენებით, გამოარჩიონ მნიშვნელოვანი იდეები,  მსჯელობისას დააფასონ თანატოლებისა და საკუთარი მიგნებები--აღმოჩენები.







































































შეძლონ: მოსმენის, საუბრის, მათემატიკური მეტყველების უნარი,
პრეზენტაციის,   კომუნიკაციის,
შეფასების  უნარი.
 

















9.


















აქტივობა: --სუპერმარკეტი
შესწავლილი ცოდნის რეალიზება
 ახალი მასალის  განმტკიცებისა და  მიღებული შედეგის შეფასების  მიზნით, გაკვეთილი მთავრდება  აქტივობით თამაში ,,სუპერმარკეტში“.  მასწავლებელი მოსწავლეებს რესურსად სთავაზობს  ფერად ლამინირებულ, სათამაშო ფულის კუპიურებს, რომლის გამოყენებითაც  უნდა შეიძინონ სათამაშოები.


შინაარსის  რეალიზება


  მთელ კლასთან, ინდივიდუალურად.


ბავშვების მიერ დამზადებული თოჯინები, ლამინირებული სათამაშო ფულის კუპიურები.








3 წთ.

შეძლონ ახალი  ცოდნის რეალიზება საყოფაცხოვრებო ვითარებაში.




























10
რეფლექსიის  ფაზა.
 
გაკვეთილის  ბოლოს
მოსწავლეებს ვთხოვ   უპასუხონ დასმულ კითხვებს:  
დღევანდელი გაკვეთილის მიზანი რა იყო?----
  • რა ცოდნა შეიძინეთ  ამ თემის ირგვლივ?
  • რა  იცოდით?
  • რა  გსურთ, რომ   ისწავლოთ ?

შეფასება:

გაკვეთილის  მსვლელობისას  მოვახდენ ბავშვების განმავითარებელ  შეფასებას:
ბავშვებს მივცემ  განმავითარებელ უკუკავშირს, შეფასებას  და გამოვიყენებ
წამახალისებელ  სტიკერებს.

 
საშინაო დავალება:
გადავაგზავნი  წინასწარ გამზადებულ  
Microsoft PowerPoint-ში .
მერხებზე გამზადებულია წებოვანი ქაღალდები. იმ ბავშვებისთვის რომელთაც ლეპტოპი  არ  მუშაობს ტექნიკური ხავეზის  გამო და ჯგუფების შექმნის დროს  მოხვდებიან სხვა მერხზე, გამოიყენებენ ამ წებოვან ქაღალდებს.  დავალებას ჩაინიშნავენ, რომელიც განათდება პოექტორით.
დავალება: გ. ვეფხვაძე---- გვერდი 203
N3; N4;
N5; N6; N7

    

კითხვა-პასუხი.

 

მთელ კლასთან,
ინდივიდუალურად.
 
შეფასების
სტიკერები















წებოვანი ქაღალდები, კალმები.

26 ლეპტოპი+ 1 მასწავლებლის, როუტერი, ელ.წიგნი- Microsoft PowerPoint-ში.





3 წთ.















































  
შეძლონ
შესწავლილი  თემის შეჯამება.
















შეძლონ
შესწალილი ცოდნის განმტკიცება
            

ისტ-ის   ეფექტური და  უსაფრთხო გამოყენება.

     
         
                     
       გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
●    მოსწავლეები შეძლებენ  ორნიშნა რიცხვების გამოკლებას,  სხვადასხვა ხერხის გამოყენებით.
● მოსწავლეები შეძლებენ,  ახალი ცოდნის რეალიზებას  საყოფაცხოვრებო  ვითარებაში (ტრანსფერი).

 
შეფასება:
(მოსწავლის  შეფასების კრიტერიუმები და/ან  რუბრიკები  თან უნდა ერთვოდეს გეგმას)



                                              
                                                          დანართი N1
                              მოსწავლეთა აქტივობის შეფასების  რუბრიკა



შეფასების   კრიტერიუმები

აკმაყოფილებს  მოლოდინსG:\საკუთარი  თავის   შეფასებები\Снимок (11).PNG


კარგი
       G:\საკუთარი  თავის   შეფასებები\11178304_1591504671091746_4216104804975651504_n.jpg
ძალიან  კარგი



ორნიშნა რიცხვს. ჩანაწერში უთითებს ათეულისა და ერთეულის თანრიგებს, ასახელებს ამ თანრიგებში მდგომი ციფრების მნიშვნელობას.
განსაზღვრულ დროში მასწავლებლის დახმარებით ამოიცნობს  
ორნიშნა რიცხვს. ჩანაწერში უთითებს ათეულისა და ერთეულის თანრიგებს, ასახელებს ამ თანრიგებში მდგომი ციფრების მნიშვნელობას.
განსაზღვრულ დროში   შეუძლია ამოიცნოს
ორნიშნა რიცხვები. ჩანაწერში უთითებს ათეულისა და ერთეულის თანრიგებს, ასახელებს ამ თანრიგებში მდგომი ციფრების მნიშვნელობას.
განსაზღვრულ დროში ზუსტად და თვალსაჩინოდ ამოიცნობს
ორნიშნა რიცხვს. ჩანაწერში უთითებს ათეულისა და ერთეულის თანრიგებს, ასახელებს ამ თანრიგებში მდგომი ციფრების მნიშვნელობას.

სხვადასხვა საგნების ან მათი გამოსახულებების მეშვეობით ასრულებს შეკრების და გამოკლების ოპერაციებს.




განსაზღვრულ დროში  
სხვადასხვა საგნების ან მათი გამოსახულებების მეშვეობით , ხარვეზებით ასრულებს შეკრების და გამოკლების ოპერაციებს.
განსაზღვრულ დროში  
სხვადასხვა საგნების ან მათი გამოსახულებების მეშვეობით ,  ძირითადად შეუძლია შეასრულოს შეკრების და გამოკლების ოპერაციები, ასაბუთებს ან ადგენს მოქმედების შედეგს (მაგალითად,"რამდენით გაიზარდა შემცირდა?“);
განსაზღვრულ დროში ზუსტად და თვალსაინოდ
სხვადასხვა საგნების ან მათი გამოსახულებების მეშვეობით ასრულებს შეკრების და გამოკლების ოპერაციებს, ასაბუთებს ან ადგენს მოქმედების შედეგს (მაგალითად,"რამდენით გაიზარდა, შემცირდა?");

                                                    
                                                            ჯგუფური მუშაობის   შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმი
  smilie2.jpg
 
 


ინფორმაციის გაგება და ანალიზი
ნაკლებად შეუძლია   ფაქტების გაგება.
ძირითადად იგებს და აანალიზებს.
მიღებულ ინფორმაციას იგებს კარგად, აანალიზებს და გამოთქვამს საკუთარ დამოკიდებულებას.

აქტიურობა (ჩართულობა) და  მუშაობა
პასიურია,  დამოუკიდებლად  ვერ  მუშაობს ჯგუფში.
ძირითადად ჩართულია  
ჯგუფური  მუშაობის
დროს.
სრულიად ჩართულია და აქტიურობს  ჯგუფური მუშაობის დროს
დისციპლინა და ორგანიზებულობა   დროის  ლიმიტი
ნაკლებად არის ორგანიზებული და   და ვერ  იცავს  დროის  ლიმიტს.
ძირითადად ორგანიზებულია და იცავს  დროის  ლიმიტს.
სრულიადაა ორგანიზებული, იცავს დისციპლინას  და  დროის  ლიმიტს.


                                               დანართი N2
                                                      
         

               
                                                              
                                                                                    
     
   
                                           
             C:\Users\User\Desktop\დასწრების  მასალებია\ჯგუფური მუშაობისთვისაა  კარგი.PNG

    

    
                                                    
                         
   





,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,







თარიღი---26.04.2018 წელი
 კლასი-----  II-დ  კლასი
 საგანი---მათემატიკა
 თემა---გამოვაკლოთ ორნიშნა რიცხვები
                      ჩატარებული       გაკვეთილის
                               რეფლექსია
      ჩემი გაკვეთილის თემა იყო  ,,გამოვაკლოთ ორნიშნა რიცხვები“.
 მიზანი, მოსწავლეებს განევითარებინათ  და შეესწავლათ  ორნიშნა რიცხვების გამოკლება სხვადსხვა ხერხის გამოყენებით.  ასევე მოეხდინათ ახალი ცოდნის რეალიზება საყოფაცხოვრებო ვითარებაში.  ამ მიზანს ადვილად მივაღწიე და შედეგიც  სასურველი მივიღე.
      ჩემ მიერ ჩატარებული  გაკვეთილი იყო  ძალიან საინტერესო, გაკვეთილზე მოსწავლეები  ყურადღებით  მისმენდნენ, იყვნენ მოტივირებულნი,  ჩართული  საგაკვეთილო პროცესში, გაკვეთილის   დასაწყისში  მოტივაციის ამაღლების მიზნით  გამოვიყენე  აქტივობა  ,,გახალისება --ლოგიკური  აზროვნების კითხვებით. .
      მრავალფეროვანი  და საინტერესო რესურსები   შევქმენი ახალი მასალის უკეთ  ასათვისებლად. გაკვეთილზე მოსწავლეებს საშუალება მივეციგამოეთქვათ საკუთარი მოსაზრება.   ყველა მოსწავლიასდმი თანაბარ ყურადღებას  ვიჩენდი, საკლასო გარემო შესაბამისად იყო მოწყობილი, საგაკვეთილო პროცესში სწორად შევარჩიე  აქტივობები და მეთოდებიგამოყენებული რესურსები იწვევდა  მოსწავლეთა მოტივაციასა და აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში.  ჩემი აზრით ყველაზე უკეთ გამომივიდა   უკუკავშირი სხვადასხვა აქტივობების დროს,  სადაც ჩემთან ერთად მოსწავლეები აზუსტებდნენ თუ, რატომ დაიმსახურეს ასეთი განმავითარებელი კომენტარი ან სტიკერი შეფასების რუბრიკიდან, რომელიც ერთობლივად იყო შემუშავებული. ასევე ძალიან ეფექტური და საინტერესო გამომივიდა,  ჩემი შექმნილი რესურსების გამოყენება, სხვადასხვა აქტივობების დროს: ელ.წიგნი Microsoft PowerPoint-ში,    მაგნიტური სვეტები,აგურები,ისრები.  ძალიან სახალისო იყო  აქტივობა ,,დღე და ღამე,“    სადაც მოსწავლეები  აქტიურად იყვნენ ჩართული.   მათ შეძლეს მასწავლებლის მიერ, სპეციალურად შეცდომით დაწერილი რიცხვის ჩასწორება და ახსნა იმისა, თუ რატომ ფიქრობდნენ ასე (  ნულის მიმატება ან გამოკლება, ნებისმიერი რიცხვისთვის მოცემული რიცხვის ტოლია).  მოსწავლეებმა კარგად გაიგეს თუ როგორ უნდა  შეასრულონ ორნიშნა რიცხვების გამოკლება,  სხვადასხვა  ხერხის გამოყენებითმოახდინეს ახალი   ცოდნის  რეალიზება,  საყოფაცხოვრებო  ვითარებაში.

         მიხვდნენ, მაგალითების გამოკლებისას,  სხვადასხვა ხერხის გამოყენების მიზეზ-შედეგობრივ კავშირს.  ნებისმიერ რიცხვს, რომ გამოვაკლოთ მოცემული რიცხვი სხვადასახვა ხერხის გამოყენებით, მაინც იგივე პასუხს მივიღებთ. მოსწავლეებმა  კარგად მოახდინეს ახალი   ცოდნის  რეალიზება, საყოფაცხოვრებო ვითარებაში თამაშით-- ,,სუპერმარკეტში“, რომელიც ბოლო აქტივობით განხორციელდა.     მოსწავლეებს რესურსად   შევთავაზე  ფერადი  ლამინირებული, სათამაშო ფულის   კუპიურები, რომლებიც მუშაობისას უნდა გამოეყენებინათ, ბავშვების მიერ დამზადებული    სათამაშოების  ყიდვისა და ხურდის დაბრუნებისას.
     ყოველივე ეს კი მიზნობრივად შეესაბამება სასწავლო პროცესში თანამედროვე, კონსტრუქ­ტივისტურ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ცოდნის   დაუფლების მიზნით  გაგება-გააზრებას  მოსწავლეთა მიერ.   გაკვეთილის მსვლელობისას, დრო  სწორად გავანაწილე,  ყველა აქტივობა  შეესაბამებოდა  თემას, გაკვეთილის მიზნებსეროვნული  სასწავლო  გეგმის მოთხოვნებს.

ეროვნული  სასწავლო  გეგმის  სტანდარტი:
მათემატიკა:

მათ. II.2. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø     » სხვადასხვა საგნების ან მათი გამოსახულებების მეშვეობით ასრულებს შეკრების და გამოკლების ოპერაციებს.
Ø     » ზეპირად ანგარიშისას იყენებს ბიჯით თვლას, ან სხვა ხერხს (მაგალითად, თანრიგების დაჯგუფება, მთლიანი ათეულით
Ø   "გადახტომა"); ახდენს მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირებას;
Ø     »ზეპირად ასრულებს ათეულის გავლით შეკრება-გამოკლებას და ახდენს გამოყენებული ხერხის დემოსტრირებას
Ø      (მაგალითად, რიცხვით კიბეზე ან საგანთა გროვაზე).

მათ.II.7. მოსწავლეს შეუძლია შეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი  ამოცანების ამოხსნისას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
 » შეადგენს რეალური ვითარების ამსახველ, შეკრების/გამოკლების ერთი მოქმედების შემცველ, ვივალენტურ მთელრიცხოვან გამოსახულებას. (მაგალითად, ფულადი მონეტების ორი ისეთი ერთობლიობისათვის, რომელიც ერთსა იმავე თანხას შეადგენს);


    ვისაუბრებ  გაკვეთილის მიზანზე.
გაკვეთილის  მიზანია:

●  შეძლონ  ორნიშნა რიცხვების გამოკლება  სხვადასხვა  ხერხის გამოყენებით.  
       
         IV; VI -აქტივობა  მიზნად ისახავდა  განევითარებინა  და  გაეღრმავებინა  მოსწავლეებისთვის  წარმოდგენები--   შეკრებისა და გამოკლების გამოყენებით კომპონენტებისა და მათი პოვნის  გზების დადგენაში.    მოსწავლეებმა დაასახელეს  თითოეული კომპონენტი, ჩაასწორეს სპეციალურად, შეცდომით დაწერილი მაკლები და  განმარტებაც მოიყვანეს არგუმენტად( ნებისმიერ რიცხვს, რომ მივუმატოთ ან გამოვაკლოთ ნული, მივიღებთ იგივე რიცხვს).  ამოიცნეს სალაიდებზე, გრაფიკულად   გამოსახული ორნიშნა რიცხვები. სხვადასხვა  რესურსის მიხედვით ---  პირობითად გამოსახეს: სვეტებით, აგურებით, ყვითელი და  ლურჯი ისრებით.   პარალელურად  განმარტავდნენ, თუ რატომ ფიქრობდნენ ასე.
    აღნიშნული რესურსების  გამოყენება მოსწავლეებს დაეხმარა, ორნიშნა რიცხვების უკეთ  გაგებაში,  მათ მყარად  დამახსოვრებაში.
        VII; VIII; IX---აქტივობა ემსახურებოდა,  როგორც  მიღებული ცოდნის განმტკიცებას,ასევე ჯგუფური  მუშაობის, პრეზენტაციისა და საკომუნიკაციო  უნარის  განვითარებას.
      ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე  ბავშვებმა  აიღეს ბარათები,  და მასზე დაწერილი რიცხვების  მიხედვით დაიკავეს შესაბამისი ადგილი.
შედგა  5  ჯგუფი. მოსწავლეების დახმარებით გავიხსენეთ  ჯგუფური მუშაობის წესები.  ჯგუფური მუშაობა  სეგმენტური  ხერხის გამოყენებით  განხორციელდა.

   ჯგუფური მუშაობის მსვლელობის  დროს დაკვირვების ფურცელზე ვახდენდი აღრიცხვას.       
 

 
ჩატარებული  აქტივობების შემდეგ გავედი შემდეგ შედეგზე:
  ●  შეძლეს  ორნიშნა რიცხვების   გამოკლება,  სხვადასხვა  ხერხის გამოყენებით.  

Ø     » სხვადასხვა საგნების ან მათი გამოსახულებების მეშვეობით ასრულებს შეკრების და გამოკლების ოპერაციებს.

Ø  »ზეპირად ასრულებს ათეულის გავლით შეკრება-გამოკლებას და ახდენს გამოყენებული ხერხის დემოსტრირებას
Ø      (მაგალითად, რიცხვით კიბეზე ან საგანთა გროვაზე).



           გაკვეთილის  მიზანი:
           ახალი   ცოდნის  რეალიზება,  საყოფაცხოვრებო  ვითარებაში (ტრანსფერი).


      X--აქტივობა მიზნად ისახავდა, ახალი მასალის  განმტკიცებასა და  შედეგზე  გასვლას.  ბავშვების მიერ  დამზადებული  რესურსების გამოყენებით-სათამაშო თოჯინებითა და ლამინირებული ფულის კუპიურებით, მოსწავლეებს  უნდა მოეხდინათ ცოდნის რეალიზება საყოფაცხოვრებო პირობებში,  თამაშით ---- ,,სუპერმარკეტში“, რასაც წარმატებით გაართვეს თავი. 
      გაკვეთილზე საშინაო დავალების მიცემისას  დავამყარე საგაკვეთილო  მიზნებსა და გრძელვადიან  მიზნებს შორის    კავშირი.


       ჩატარებული  აქტივობის შემდეგ გავედი შემდეგ შედეგზე:
   ●  შეძლეს  ახალი   ცოდნის  რეალიზება,  საყოფაცხოვრებო  ვითარებაში (ტრანსფერი).

  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
 » შეადგენს რეალური ვითარების ამსახველ, შეკრების/გამოკლების ერთი მოქმედების შემცველ, ეკვივალენტურ მთელრიცხოვან გამოსახულებას. (მაგალითად, ფულადი მონეტების ორი ისეთი ერთობლიობისათვის, რომელიც ერთსა იმავე თანხას შეადგენს);
          ჩემ მიერ შედგენილი გეგმა და მისი აქტივობები  კარგად იყო  დაგეგმილი,  ამიტომაც გაკვეთილის მსვლელობისას აღარ დამჭირდა ცვლილებების  შეტანა/განსაზღვრული აქტივობების მოდიფიცირება.

       ჩემი  ჩატარებული  გაკვეთილი რომ გავაანალიზე,  კარგი იქნებოდა დამემატებინა აქტივობა:  ტესტების გადაგზავნა ---- მასწავლებლის პროგრამის გამოყენებით, რომლის საშუალებითაც  უკეთესად დადგინდებოდა თითოეული მოსწავლის შედეგი და  პარალელურად მოვახდენდი  ტესტის ერთობლივ განხილვას.  ასევე  კარგად გამოჩნდებოდა, თუ რამდენად აქვთ  მოსწავლეებს განვითარებული   ისტ-ის  გამოყენების   უნარი. ამას  სამომავლოდ  გავითვალისწინებ.
        ვფიქრობ, რომ  საკითხი რომელზეც უნდა გამემახვილებინა ყურადღება სრულყოფილად გამოიკვეთა. ხარვეზად  ვთვლი ჯგუფური მუშაობის  დაწყების  წინ,  ბავშვებს განvმარტე, რომ დრო იყო განსაზღვრული, მაგრამ  წუთების  დაკონკრეტება  არ მოვახდინე,  რასაც შემდგომი მუშაობისას გავითვალისწინებ.
     მუშაობისას  გავითვალისწინებ  შეფასების  ჯგუფის  შენიშვნებს  საკუთარი საქმიანობის გასაუმჯობესების  მიზნით.



   ციფრული რესურსის მისამართი  და ჩატარებული აქტივობების ამსახველი  ფოტო მასალა:  















                              კოლეგებთან სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა
მასწავლებლის რეფლექსია

მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი: ნინო ილურიძე
შეხვედრის / შეხვედრების თარიღი:     24.04. 2018 წელი.
შეხვედრის / შეხვედრების თემა: რიცხვების შეკრება  სხვადასხვა  ხერხის  გამოყენებით
შეხვედრის / შეხვედრების  მიზანი:
1)  რიცხვების  შეკრების დაუფლება, სხვადასხვა ხერხის გამოყენებით ( ქვეშმიწერით) საგაკვეთილო პროცესში.
2)პრაქტიკული  სავარჯიშოების  შესრულების    გზით შეკრების უნარ-ჩვევების    გაუმჯობესება.


გთხოვთ მოკლედ აღწეროთ შეხვედრის / შეხვედრების მსვლელობა და განხილული საკითხები.
სამუშაო შეხვედრა მოიცავდა სამ დღეს. შეხვედრებს ორგანიზება გაუკეთა კათედრის ერთ-ერთმა წევრმა სალომე ქველაძემ.  გამოითქვა სურვილი მოსწავლეებში დაგვენერგა ისეთი მეთოდები, რომელიც ხელს შეუწყობდა ორნიშნა რიცხვების შეკრებას სხვადასხვა ხერხის გამოყენებით,  შეხვედრაზე შერჩეული თემები იყო აქტუალური ,რადგანაც   პრაქტიკულად განვიხილეთ და განვახორციელეთ  ის აქტივობები, რასაც  ორნიშნა რიცხვების შეკრება მოიაზრებდა სხვადასხვა ხერხის გამოყენებით,  ასევე მიღებული ცოდნის გამოყენებით  პრაქტიკული ამოცანების ამოხსასდა საყოფაცხოვრებო ვითარებაში ამ ცოდნის გამოყენებას.    
    მესამე შეხვედრისას   გავაანალიზეთ შედეგებივისაუბრეთ დადებით და უარყოფით მხარეებზე, რომელიც გაკვეთილების მსვლელობისას აისახა. გავაანალიზეთ  ჩატარებული გაკვეთილების  პროცესითუ   რა შედეგზე  გავედით  და როგორ   მივაღწიეთ  დასახულ მიზანსმოვახდინეთ     გაკვეთილისა   და  საკუთარი თავის  შეფასება. შევიმუშავეთ და დავწერეთ მესამე გეგმა, რომელიც ითვალისწინებდაორნიშნა რიცხვების შეკრებას ქვეშმიწერით.  თითოეული შეხვედრა გრძელდებოდა სამი საათი.
დავწერეთ გაკვეთილის  გეგმა ,   რომლის
მიზანი  იყო:  ,,ორნიშნა რიცხვების შეკრება  ქვეშმიწერით“.
 დავგეგმეთ აქტივობები  და   დავამზადეთ  გაკვეთილის  შესაბამისი   აქტივობის  ბარათები( იხ: დანართი  N1და N2  ).




როგორ დაგეხმარათ აღნიშნულ შეხვედრაში / შეხვედრებში მონაწილეობა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?
     ეფექტურ   კომუნიკაციას,   სასწავლო   პროცესში    დიდი   დატვირთვა   აქვს. განსაკუთრებით   დაწყებითი   საფეხურის  მოსწავლეებთან   და   არა   მარტო   მათთან. ამ   მიმართულებით  პედაგოგის  საქმიანობაც   მაშინ   არის  ეფქტურიროდესაც ხდება  ურთიერთ თანამშრომლობა  და  გამოცდილების  გაზიარება.  

აღნიშნული შეხვედრები  ჩემს  პროფესიულ საქმიანობაში   მეტად მნიშვნელოვანი  და საინტერესო  აღმოჩნდა,  რადგანაც  კოლეგების გამოცდილების ურთიერთგაზიარებამ, სხვადასხვა   აქტივობებმა, საინტერესო   და სახალისო გახადა საგაკვეთილო პროცესი. შედეგი  თვალსაჩინო  გახდა  და გაამიადვილდა  გაკვეთილის   მიზანის    მიღწევა.    მე  შევიძინე  გაკვეთილის სწორი  დაგეგმვა, რომლის  კეთებაც   ადრე  არ გამომდიოდა , ახლა  შემიძლია,  თავისუფლად  და მიზანმიმართულად დავგეგმო გაკვეთილი, რამაც ჩემს პედაგოგიურ საქმიანობას დიდი გამოცდილება შეჰმატა.
   კოლეგებთან თანამშრომლობა, პროფესიული ზრდა  და გამოცდილება ,  გამოცდილების  ურთიერთ  გაზიარება  ხომ,  წარმატების საწინდარია.
    

როგორ გამოიყენეთ ამ შეხვედრაზე მიღებულ გამოცდილება მოსწავლეების შედეგების გასაუმჯობესებლად?
  მიმაჩნია, რომ  ამ შეხვედრებმა ნაყოფიერად ჩაიარა. სწორედ განხილულ  კრიტერიუმებზე დაყრდნობით და გათვალისწინების  გამოყენებით ჩავატარე გაკვეთილი, შიდასაგაკვეთილო დაკვირვებისთვის. გამოვიყენე შეხვედრების დროს  შეძენილი  ცოდნა   და გამოცდილება,  რაც  დადებითად  აისახა დასწრებისას .
შეხვედრებს ექნება სისტემატიური ხასიათი, ასეთი  სამუშაო პროცესი  მოსწავლეების  ცოდნაზეც აისახება.   გამოცდილების გაზიარება  ეხმარება პედაგოგს   საინტერესოდ  დაგეგმოს  და წარმართოს  გაკვეთილი.   ყოველივე  ეს  წინაპირობაა  მოსაწავლეთა შედეგების  გაუმჯობესების საქმეში. ამ შეხვედრებზე მიღებულ ცოდნას რეგულარულად გამოვიყენებ საგაკვეთილო  პროცესის დროს, მოვახდენ  საკუთარი თავის  დაკვირვებას  ვიდეო ჩანაწერის  საშუალებით  და   უკეთესად  დავაკვირდები,  კიდევ  ერთხელ  ჩემ  მიერ  ჩატარებულ გაკვეთილს, რის შედეგაც  მოვახდენ საკუთარი თავის შეფასებას.


შენიშვნა: გთხოვთ რეფლექსიის ფორმას დაურთოთ შეხვედრის დროს ან შეხვედრაში მონაწილეობის შედეგად შემუშავებული სასწავლო რესურსი (გაკვეთილის გეგმა, შეფასების რუბრიკა, აქტივობის გეგმა, მოსწავლეთა შედეგების ანალიზი, და ა.შ.).











                                                                                    გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის  სახელი,  გვარი:   ნინო  ილურიძე    
თარიღი:  25. 04.2018 წელი.   დრო: 40 წთ.
საგანი: მათემატიკა
 სწავლების საფეხური / კლასი: 2-დ
სსმ  მოსწავლე  არა  მყავს
მოსწავლეთა რაოდენობა: 26
თემა:   შევკრიბოთ  ორნიშნა რიცხვები
მიზანი:
  ●  შეძლონ  ორნიშნა რიცხვების შეკრება  ქვეშმიწერით. მიღებული ცოდნის გამოყენება პრაქტიკული    
          ამოცანების ამოხსნისას.
    ახალი   ცოდნის  რეალიზება,  საყოფაცხოვრებო  ვითარებაში (ტრანსფერი).

ესგ  სტანდარტი:
მათ. II.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები, რაოდენობები და რიგი.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
Ø  კითხულობს “ერთნიშნა” და “ორნიშნა” რიცხვებს, ასახელებს მათ წინა და მომდევნო რიცხვებს; ნებისმიერი რიცხვიდან ითვლის ბიჯით წინ/უკან  და გამოსახავს რიცხვებს სხვადასხვა ხერხით (მაგალითად, ჩაწერს მათ პოზიციური სისტემის გამოყენებით ან გამოსახავს რიცხვს საგანთა შესაბამისი რაოდენობის გროვით);
Ø  სხვადასხვა ხერხით ითვლის საგანთა ერთობლიობაში საგნების რაოდენობას და ადარებს მიღებულ შედეგებს ერთმანეთს; ახდენს რიცხვის ათობითი პოზიციური სისტემით ჩაწერის დემონსტრირებას საგანთა ერთობლიობაში ათეულების ჯგუფების გამოყოფით;

მათ. II.2. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვები, რიცხვით სახელებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ახდენს შეკრება-გამოკლების დემონსტრირებას მოდელის გამოყენებით, დაადგენს მოქმედების შედეგს (მაგალითად,"რამდენით გაიზარდა, შემცირდა?");
·         ზეპირად ანგარიშისას იყენებს ბიჯით თვლას, ან სხვა ხერხს (მაგალითად თანრიგების დაჯგუფება, მთლიანი ათეულით "გადახტომა"); ახდენს მოქმედებათა ურთიერთშებრუნებულობის დემონსტრირებას;
·         განმარტავს რიცხვების სახელდებას ქართულ ენაში;
·         ზეპირად ასრულებს ათეულის გავლით შეკრება-გამოკლებას და ახდენს გამოყენებული ხერხის დემოსტრირებას (მაგალითად, რიცხვით კიბეზე ან საგანთა გროვაზე).
·         მათ.II.7. მოსწავლეს შეუძლია შეკრებისა და გამოკლების გამოყენება მარტივი  ამოცანების ამოხსნისას.
·         შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·          » შეადგენს რეალური ვითარების ამსახველ, შეკრების/გამოკლების ერთი მოქმედების შემცველ, ვივალენტურ მთელრიცხოვან გამოსახულებას. (მაგალითად, ფულადი მონეტების ორი ისეთი ერთობლიობისათვის, რომელიც ერთსა იმავე თანხას შეადგენს);

საჭირო  წინარე ცოდნა და უნარები:
(მოსწავლეთა წინარე ცოდნა  გამოიკვეთა  მათი საშინაო დავალების შესრულებიდან, წინა გაკვეთილის მსვლელობის დროს, მოსწავლეთა   აქტივობის დაკვირვებისას.)
   კითხულობს და ასახელებს ორნიშნა რიცხვებს. ორნიშნა რიცხვების ჩაწერაში  უთითებს  ათეულებისა და ერთეულების  ადგილებს,  ასახელებს  ლუწ და კენტ რიცხვებს, ანახევრებს ლუწ  რიცხვებს, იყენებს შეკრების
 გადანაცვლებადობის თვისებას,  პოულობს უცნობ შესაკრებს, შეუძლია: გამოკლების კომპონენტების დასახელება, საკლებისა და მაკლების პოვნა, რიცხვის გაშლილი სახით ჩაწერა, მოცემული რიცხვების გრაფიკულად გამოსახვა სხვადასხვა  რესურსის 
გამოყენებით,    ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა,  იცნობს და ასახელებს ფულის კუპიურებს, ისტის ეფექტიანი  და უსაფრთხო   გამოყენება.
უნარ-ჩვევები: ინდუქციური მსჯელობის, ანალიზის და ტრანსფერის უნარი.


N
აქტივობა
მეთოდი
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი მოზანი

1.

საწყისი    ფაზა
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
 აქტივობა: ინტერესის  გაღვივება
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების   და წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით გაკვეთილი იწყება  ლოგიკური
აზროვნების კითხვებით . მასწავლებელი აძლევს განმარტებას:
   ჩემს მიერ დასმული  კითხვის    პასუხი, თუ  ერთია, მაჩვენეთ  ერთი თითი.   თუ ჩემს მიერ დასმული  კითხვის  პასუხია  --ორი ,  მაჩვენეთ ორი თითი,
  თუ  დასმული  კითხვის    პასუხია  ---  რამდენიმე, მაჩვენეთ  ხუთი  თითი,   ჩემს მიერ დასმული  კითხვის    პასუხია მრავალი,  მაჩვენეთ ათი თითი.
კითხვები:
1)      რამდენი თვალი აქვს ადამიანს? –(ორი თითი)
2)      რამდენი ცხვირი აქვს ადამიანს?- (ერთი თითი)
3)      რამდენი ვარსკვლავია ცაზე?—(ათი თითი.  მრავალი)
4)      სამდენი  გოგოა კლასში?—(ხუთი თითი--- რამდენიმე)
და ა.შ.
5)      1კურდღელს რამდენი ყური აქვს? –(2 თითი)
6)      10  კურდღელსა და 10 ძაღლს  რამდენი ყური ექნება? ( ხუთი თითი- რამდენიმე)
     ათში რამდენი ერთეულია? ათეული?
  თუ შეგიძლიათ დაასახელეთ მიღებული რიცხვი- (40)
 მიღებულ რიცხვს რომ მივუმატოთ 13 რა  რიცხვს მივიღებთ? -(53)
ამ კითხვებით  გადავალ დავალების შემოწმებაზე.
კითხვა-ასუხი
მთელი კლასი
ინდივიდუალურად.
რიცხვითი კიბე.
ხელის თითები.
5წთ.
მოსწავლეთა  რაოდენობის  დაზუსტება.
მოტივაციის  ამაღლება.

განვლილი  მასალის გამეორება  განმტკიცება.
2.

აქივობა-დავალების განხილვა
შესამზადებელი - საშინაო დავალების თითოეული დავალების გარჩევა მთელ კლასთან მუშაობით. ბავშვებიდავალებას  ასრულებენ დაფაზე, რომელიც სამ ნაწილადაა  გაყოფილი . ბავშვები კი შერჩეულია შემთხვევით ამოღებული ჩხირის მიხედვით.
     გამოიანგარიშეთ ათეულებისა და
       ერთეულების დაჯგუფებით:
1.       27+12=           2.   34+11=            3.  21+33=
        4. 54+23=          5.   66+32=            6.  72+25=
       
2 ) ჩაწერეთ და იპოვეთ  ჯამი ათეულებისა და ერთეულების  დაჯგუფებით.
         1.        78-ს მივუმატოთ 14.
         2.        90-ს მივუმატოთ 12;
         3.         64-ს   მივუმატოთ 25;                       
     პარალელურად მერხებს შუა ჩამოვივლი და შევასწორებ მოსწავლეების   ნამუშევარს,ისინი კი  ჩაასწაორებენ მწვანე კალმით იმ შემთხვევაში, თუ შეცდომით აქვთ შესრულებული საშინაო დავალება.
დავალების  განხილვის  შემდეგ  მოვახდენ  მოსწავლეთა  განმავითარებელ  შეფასებას.
კითხვა-ასუხი
მთელი კლასი
ინდივიდუალურად.
რიცხვითი კიბე.
შემთხვევითი  ჩხირები.
6 წთ.

განვლილი მასალის   გამეორების მიზნით,  შეძლონ   ორნიშნა რიცხვების შეკრება.

3

შინაარსის  რეალიზება:
ვუბრუნდებით  დავალებას სავარჯიშო  N5  სადემონსტრაციოდ  განვიხილავთ  მაგალითს, 72+25= 70+20+2+5=90+7=97   რომელიც  მოსწავლემ დაწერა დაფაზე. მოსწავლეებს ყურადღებას გავამახვილებინებ  ამ მაგალითზე. 
შესაბამისად  დავსვამ  კითხვებს:
1) დავასახელოთ  შეკრების  კომპონენტები?
რომელია პირველი,მეორე  შესაკრები
2) რომელი  რიცხვია   ჯამი
3)  როგორ მიიღეთ  9.  ხომ ვერ შემახსენებთ შეკრების გადანაცვლებადობის თვისებას?  ხომ არ აჯობებდა  ეს მაგალითი  ქვეშმიწერით შეგვეკიბა? იქნებ ასე უკეთესია სწორი პასუხის მისაღებად?
ვაკეთებთ მაგალითს  ბავშვის დახმარებით  და ვუხსნი, რომ ორნიშნა რიცხვების  ქვეშმიწერით  შეკრებისას აუცილებელია თანრიგის ერთეულები  ერთმანეთის ქვეშ  დავუწეროთ  და ისე  შევასრულოთ შეკრება:

               
ამ  კითხვების შემდეგ ვეტყვი,რომ
სწორედ   დღევანდელი  გაკვეთილის   თემაა: „შევკრიბოთ ორნიშნა რიცხვები“.
მიზანი კი--  ორნიშნა რიცხვების შეკრება ქვეშმიწერით.
რასაც ჩვენ შევასრულებთ სხვადასხვა დავალებების განხილვით.


კითხვა პასუხი
მთელ კლასს
ინდივიდუალურად.
დაფა, ცარცი.
3 წთ.
შეძლებენ   შეკრების კომპონენტები, შეკრების თვისების გამეორებას.

შეძლონ  ორნიშნა რიცხვების შეკრება  ქვეშმიწერით.
4.

















5.

სიღრმისეული წვდომა
აქტივობა:
 გაკვეთილის მიზნის გაცნობა
  ამ აქტივობის  შემდეგ,  მოვახდენ  თვალსაჩინოების   დემონსტრირებას,  სადაც  წარმოდგენილია   გაკვეთილის  თემა:  „შევკრიბოთ  ორნიშნა რიცხვები“
მიზანი: 
    ●  შეძლონ  ორნიშნა რიცხვების შეკრება  ქვეშმიწერით. მიღებული ცოდნის გამოყენება პრაქტიკული   ამოცანების ამოხსნისას.
    ახალი   ცოდნის  რეალიზება,  საყოფაცხოვრებო  ვითარებაში (ტრანსფერი).

აქტივობა: შინაარსის  რეალიზება
  წყვილებში ვურიგებ  რესურსს,(დანართი 1) რომელიც უნდა შეასრულონ მოსწავლეებმა
შემდეგ კი პროექტორით გავანათებ ამ დანართს და შემთხვევით ამოღებულ ჩხირის მეთოდით და ვაზუსტებთ გაკეთებულ მაგალითებს --მარკერის გამოყენებით შეასრულებენ ქვეშმიწერით  შეკრებას.(დანართი 2)



              


ამ რესურსის დახმარებით მოვახდენ სიღრმისეულ წვდენას  კითხვების გამოყენებით:  რატომ მიუმატეთ ორიანს ხუთიანი?   როგორ მიიღეთ შვდი? პირველი შესაკრები რომ ყოფილიყო21 და მეორე შესაკრები67 ჯამი  რა იქნებოდა?
აქტივობის განმავლობაში მოსწავლეებს  შევაფასებ  განმავითარებელი შეფასებით, შესაბამის კომენტარითა და სტიკერებით.  მოვახდენ ეფექტურ უკუკავშირს:
რატომ გითხარი ყოჩაღ!. იქნებ განმიმარტო?(იმიტომ მასწავლებელო, რომ შემიძლია შეკრების კომპონენტების დასახელება, ჯამის პოვნა, გადანაცვლებადობის თვისების განმარტება)
 ყოჩაღ! შენ შეგიძლიან ორნიშნა რიცხვების შეკრება  ქვეშმიწერით,ჯამის პოვნა, თანრიგის ერთეულების დასახელება, მოცემული რიცხვის  ციფრთა ჯამის პოვნა.

კითხვა-პასუხი.
მთელ კლასს
პლაკატი
შეფასების რუბრიკა, სტიკერები,
პროექტორი
ელ.წიგნი,
კომპიუტერი.

















4წთ

შეძლონ  ორნიშნა რიცხვების შეკრება

  შეკრების  შესრულების  დემონსტრირებას  ქვეშმიწერით.




6.





















































































7.
აქტივობა:ცოდნის კონსტრუირება,   გააზრება.
ჯგუფური მუშაობა:
ჯგუფური მუშაობის დაწყებამდე ერთ-ერთი მოსწავლის დახმარებით  მოვახდენ  წესების განმარტებას, თუ როგორ უნდა   დაიცვან  წესები  ჯგუფური მუშაობის  დროს (ფუნქციების  განაწილება, ვუსმენთ ერთმანეთს,  ვიზიარებთ ერთმანეთის აზრს, ვიცავთ დროის ლიმიტს  და ა. შ.).
  I-ჯგუფის დავალება:




ამის შემდეგ დაიწყება ჯგუფური მუშაობა, სადაც დრო იქნება  მითითებული.
   დაკვირვების ჟურნალის გამოყენებით,  წინასწარ შერჩეულ ბავშვებს დავაკვირდები და თითოეული მათგანის მონაცემს შევიტან ჟურნალში.   საჭიროების შემთხვევაში ჯგუფს მივცემ  მითითებას. 
პრეზენტაცია


დროის ამოწურვის შემდეგ ჯუფები შეწყვეტენ მუშაობას,  კაპიტნები  ერთდროულად გამოიტანენ ნამუშევრებს.

პრეზენტატორების გამოსვლის შემდეგ თითოეულ ჯგუფს შეაფასებენ დანარჩენი ჯგუფები  შესაბამისი ნიშნაკებით. ასევე შევაფასებ მეც,  შეფასებისი კომენტარითა და  სტიკერის გამოყენებით.


ჯგუფური მუშაობა 
ინდივიდუალური  და ჯგუფური .


















15 წთ.
შეძლონ
შეკრება ქვეშმიწერით
პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას











































შეძლონ: მოსმენის, საუბრის, მათემატიკური მეტყველების უნარი,
პრეზენტაციის,   კომუნიკაციის,
შეფასების  უნარი.





7.
აქტივობა: --სუპერმარკეტი
შესწავლილი ცოდნის რეალიზება
 
მასწავლებელი  ბავშვებს  ამუშავებს  სახელმძღვანელოში არსებულ  ამოცაზე, რომელის  ცოდნაც ბავშვებს   საყოფაცხოვრებო  ვითარებაში  გამოადგებათ.

 მასწავლებელი მოსწავლეებს რესურსად   სთავაზობს  ფერად  ლამინირებულ, სათამაშო ფულის   კუპიურებს.
(დანართიN4)  
მოსწავლეები  შეფასდებიან
 წინასწარ  განსაზღვრული   შეფასების კრიტერიუმებით  . 


შინაარსის  რეალიზება

   მთელ კლასთან, ინდივიდუალურად.

ლამინირებული სათამაშო ფულის კუპიურები.








4 წთ.
შეძლონ ახალი  ცოდნის  რეალიზება საყოფაცხოვრებო ვითარებაში.


8.
რეფლექსიის  ფაზა.
 
გაკვეთილის  ბოლოს
მოსწავლეებს ვთხოვ   უპასუხონ დასმულ კითხვებს: 
დღევანდელი გაკვეთილის მიზანი რა იყო?----
  • რა ცოდნა შეიძინეთ  ამ თემის ირგვლივ?
  • რა  იცოდით?
  • რა  გსურთ, რომ   ისწავლოთ ?

შეფასება:

გაკვეთილის  მსვლელობისას  მოვახდენ ბავშვების განმავითარებელ  შეფასებას: 
ბავშვებს მივცემ  განმავითარებელ  უკუკავშირს, შეფასებას  და გამოვიყენებ
წამახალისებელ  სტიკერებს.

 
საშინაო დავალება:
 წიგნიდან -  გვ.198-  სავარჯიში  N  1, 2, 3,  გვ: 198-4, 5,6:


კითხვა-პასუხი.


მთელ კლასთან,
ინდივიდუალურად.
შეფასების სტიკერები.
წებოვანი ქაღალდები, კალმები.

3 წთ.
შეძლონ
შესწავლილი  თემის  შეჯამება.
























     

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
    მოსწავლეები შეძლებენ:
            ●   ორნიშნა რიცხვების შეკრებას  ქვეშმიწერით. მიღებული ცოდნის გამოყენებას პრაქტიკული   
                ამოცანების ამოხსნისას.
         ახალი   ცოდნის  რეალიზებას,  საყოფაცხოვრებო  ვითარებაში (ტრანსფერი).


   
შეფასების ტიპები და მეთოდები:
თვითშეფასება:
(შეფასების და თვითშფასების რუბრიკები თან უნდა ერთოდეს გეგმას)



                                                       დანართი N1 
                               მოსწავლეთა  აქტივობის  შეფასების  რუბრიკა



შეფასების   კრიტერიუმები


აკმაყოფილებს  მოლოდინს



კარგი
       

ძალიან  კარგი




ორნიშნა რიცხვს. ჩანაწერში უთითებს ათეულისა და ერთეულის თანრიგებს, ასახელებს ამ თანრიგებში მდგომი ციფრების მნიშვნელობას.

განსაზღვრულ დროში მასწავლებლის დახმარებით ამოიცნობს 
ორნიშნა რიცხვს. ჩანაწერში უთითებს ათეულისა და ერთეულის თანრიგებს, ასახელებს ამ თანრიგებში მდგომი ციფრების მნიშვნელობას.

განსაზღვრულ დროში   შეუძლია ამოიცნოს 
ორნიშნა რიცხვები. ჩანაწერში უთითებს ათეულისა და ერთეულის თანრიგებს, ასახელებს ამ თანრიგებში მდგომი ციფრების მნიშვნელობას.

განსაზღვრულ დროში ზუსტად და თვალსაჩინოდ ამოიცნობს
ორნიშნა რიცხვს. ჩანაწერში უთითებს ათეულისა და ერთეულის თანრიგებს, ასახელებს ამ თანრიგებში მდგომი ციფრების მნიშვნელობას.


სხვადასხვა საგნების ან მათი გამოსახულებების მეშვეობით ასრულებს შეკრების  ოპერაციებს.





განსაზღვრულ დროში 
სხვადასხვა საგნების ან მათი გამოსახულებების მეშვეობით , ხარვეზებით ასრულებს შეკრების  ოპერაციებს.
განსაზღვრულ დროში 
სხვადასხვა საგნების ან მათი გამოსახულებების მეშვეობით ,  ძირითადად შეუძლია შეასრულოს შეკრება, ასაბუთებს ან ადგენს მოქმედების შედეგს (მაგალითად,"რამდენით გაიზარდა ?);
განსაზღვრულ დროში ზუსტად და თვალსაინოდ
სხვადასხვა საგნების ან მათი გამოსახულებების მეშვეობით ასრულებს შეკრების ოპერაციებს, ასაბუთებს ან ადგენს მოქმედების შედეგს (მაგალითად,"რამდენით გაიზარდა?");


                                                    
                                                             ჯგუფური მუშაობის   შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმი
   smilie2.jpg
 


ინფორმაციის გაგება და ანალიზი
ნაკლებად შეუძლია   ფაქტების გაგება.
ძირითადად იგებს და აანალიზებს.
მიღებულ ინფორმაციას იგებს კარგად, აანალიზებს და გამოთქვამს საკუთარ დამოკიდებულებას.

აქტიურობა (ჩართულობა) და  მუშაობა
პასიურია,  დამოუკიდებლად  ვერ  მუშაობს ჯგუფში.
 ძირითადად ჩართულია  
 ჯგუფური  მუშაობის
დროს.
 სრულიად ჩართულია და აქტიურობს  ჯგუფური მუშაობის დროს

დისციპლინა და ორგანიზებულობა   დროის  ლიმიტი
ნაკლებად არის ორგანიზებული და   და ვერ  იცავს  დროის  ლიმიტს.
 ძირითადად ორგანიზებულია და იცავს  დროის  ლიმიტს.
სრულიადაა ორგანიზებული, იცავს დისციპლინას  და  დროის  ლიმიტს.



                                                           დანართი N2 
                                                     

                 


       



                                        გაკვეთილის   გეგმის  რეფლექსია

       გაკვეთილი  გეგმის  შესაბამისად  ჩავატარე. გაკვეთილის მიზანი იყო: 1) შეძლონ  ორნიშნა რიცხვების შეკრება  ქვეშმიწერით. მიღებული ცოდნის გამოყენება პრაქტიკული   ამოცანების ამოხსნისას.2) ახალი   ცოდნის  რეალიზება,  საყოფაცხოვრებო  ვითარებაში (ტრანსფერი).  ვფიქრობ, რომ  მიზანი იყო შედეგზე ორიენტირებული, სასწავლო მეთოდები შეესაბამებოდა დაგეგმილ აქტივობებს, რაც შესაბამისად ხელს უწყობდა სასურველი შედეგის მიღწევას.  ჩატარებული გაკვეთილი შეიძლება შევაფასო დადებითად. 
      ჩემ მიერ ჩატარებული  გაკვეთილი იყო  ძალიან საინტერესო, გაკვეთილზე მოსწავლეები  ყურადღებით  მისმენდნენ, იყვნენ მოტივირებულნი  და აქტიურად   იღებდნენ მონაწილეობას . გაკვეთილის   დასაწყისში  მოტივაციის ამაღლების მიზნით    და წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით გაკვეთილი  დავიწყე  ლოგიკური  აზროვნების კითხვებით . რომელიც მოსწავლეებისათვის სახალისო და საინტერესო აღმოჩნდახალისით   ასრულებდნენ დავალებებს და ყველა ბავშვი იყო ჩართული იყენებდნენ თითების  ჟესტიკულაციას. ახალი მასალის უკეთ  ასათვისებლად საინტერესო  რესურსი შევქმენი. მოსწავლეებს საშუალება მივეცი,  გამოეთქვათ  საკუთარი  მოსაზრება.   ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებას ვიჩენდი, საკლასო გარემო შესაბამისად იყო მოწყობილი, საგაკვეთილო პროცესში სწორად  შევარჩიე  აქტივობები  და  მეთოდები.  გამოყენებული  რესურსები იწვევდა  მოსწავლეთა  მოტივაციასა და აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში.  
      მოსწავლეებმა   მიაღწიეს  გეგმით  განსაზღვრულ   შედეგებს. შეძლეს  ორნიშნა რიცხვების შეკრება   ქვეშმიწერით,  ვთვლი, რომ  დაგეგმილი აქტივობების  შედეგად  მოსწავლეებმა  სათანადოდ   შეასრულეს  დავალებაგამოყენებულმა სტრატეგიებმა  საშუალება   მომცა,  რომ  კლასის  მნიშვნელოვანი  ნაწილი  აქტიურად ჩამერთო  გაკვეთილის  პროცესში.  მოსწავლეებმა  გამოავლინეს  არსებული  ცოდნა,  სწორად პასუხობდნენ  დასმულ  შეკითხვებს. ყოველივე  ეს  კი  სრულად  შეესაბამება  სასწავლო პროცესისადმი  თანამედროვე, კონსტრუქტივისტურ  მიდგომას,   რომელიც ითვალისწინებს ცოდნის  მიგნებასა    მოსწავლის  მიერგაკვეთილი    აქტიური   პროცესია   და   მოსწავლე ცოდნას  აგებს  მასწავლებლის   მიერ  მიწოდებული  ინფორმაციის   საფუძველზე. ვფიქრობ, რომ  გაკვეთილზე  შევეხეთ  მაღალ  კოგნიტურ  ფორმებს,  ბავშვები  აქტიურად  იყვნენ ჩართული  მეტაკოგნაციის  პროცესში.
      გაკვეთილის   მსვლელობაისას მოსწავლეებს  ვაძლევდი უკუ კავშირს,  აზუსტებდნენ რატომ შევაქე ისინი--რატომ დაიმსახურა გული. მოსწავლეები აკეთებდნენ შეფასების უკუკავშირსაც.  ასევე გაკვეთილის მსვლელობისას მოვახდინე ყველა მოსწავლის შეფასება და  უკუკავშირის მიცემა ,რაც  ძალიან მომეწონა და ჩემ ძლიერ მხარედ  ვთვლი.     გაკვეთილის მსვლელობისას დრო სწორად გადავანაწილე.    ვაძლევდი მოსწავლეებს განსაზღვრულ დროს კითხვებზე პასუხის გასაცემად.

   გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარიმართა. თუმცა ხარვეზი მაინც იყო,   კერძოდ  სამუშაო დანართის (დანართი 1) დარიგებისას მოსწავლეები ვამუშავე წყვილებში,  უკეთესი იქნებოდა ეს მასალა ინდივიდუალურად დამერიგებინა.მომავალში გაკვეთილის დაგეგმვისას გავითვალილისწინებ  ამ  ხარვეზებს.გავითვალისწინებ ამ გაკვეთილის გამოცდილებას და სხვაგვარად წარვმართავ იმ მონაკვეთს, რომელშიც ხარვეზი დაფიქსირდავფიქრობ, აღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება სრულფასოვნებას შესძენდა ჩემ მიერ ჩატარებულ გაკვეთილს

                                                                      https://blogger.googleusercontent.com/img/b/R29vZ2xl/AVvXsEgDpicLHS63hCGbk_dttiz-CqrKmDSjrZ07_-6FBftDb8MPcXEcfI3mZPANLgF1x-cVccU6G0u3DVhBnZenjR_yCv0MvL5gqAOoYaxmxkHmqtJ83CSVWXa2d3HN61CmzWcaHX4jRrJfMDQ/s1600/Stipula_fountain_pen.jpg


                                                                   
19.04.2016  ჩატარდა  ჯიპრაიდის გაკვეთილი
                                           დამკვირვებელი    ქალბატონი  ნატო გაბოშვილი
                                               
                                                               მათემატიკა




მათემატიკის გაკვეთილის /აქტივობის დაგეგმის სქემა
თემა: ერთნიშნა რიცხვზე  გაყოფა                            მასწავლებელი:  ნინო ილურიძე
საგანი:  მათემატიკა
კლასი---მეოთხე
საჭირო  დრო:
რა დრო  დასჭირდება  ამ აქტივობის  განხორციელებას? ერთ გაკვეთილზე  ჩატარდება თუ  რამდენიმე  გაკვეთილზე  გადანაწილდება?
 აქტივობა  მიმდინარეობს ორი გაკვეთილის  განმავლობაში-90 წთ.
შესავალი:
გაკვეთილის  აქტივობის ძირითადი მიზანი:
 შეძლონ:
ერთნიშნა რიცხვზე  გაყოფა, კერძოდ  სამნიშნა რიცხვის ერთნიშნა  რიცხვზე  გაყოფა სხვადასხვა  ხერხის გამოყენებით, გაყოფა უნაშთოთ  და გაყოფა  ნაშთით.   
ამოცანების ამოხსნისას, ნაშთით გაყოფის შემთხვევაში, შეძლონ ნაშთის ინტერპრეტაცია ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით.
ახალი ცოდნის გამტკიცება  ტექსური ამოცანების  ამოხსნისა  და  შემდგომ  ერთობლივი  განხილვის მიზნით ,  საყოფაცხოვრებო  ვითარებაში  ცოდნის  გამოყენება.
სწავლის შედეგი
დამოკიდებულება:
მოსწავლეებს განუვითარდებათ მისწრაფება, ეძიონ ერთნიშნა რიცხვის გაყოფისას
სხვადასხვა ხერხის კანონზომიერებები, გამოარჩიონ მნიშვნელოვანი იდეები,  მსჯელობისას  დააფასონ    თანატოლებისა და  საკუთარი მიგნებები--აღმოჩენები.
ცოდნა:(ფაქტები, სიტყვები, ტერმინები, დასამახსოვრებელი  ინფორმაცია  და სხვა.)
მოსწავლეები  დაადგენენ:  გაყოფის  სხვადასხვა  ხერხს ,პოულობენ  ნაშთს,  ამოცანის ამოხსნის შემთხვევაში  ახდენენ ნაშთის  ინტერპრეტაციას  ამოცანის  კონტექსტის გათვალისწინებით.
უნარები:(სააზროვნო უნარები,  საგნობრივი უნარები, შეფასების უნარები, გამოთვლის სტრატეგიები და სხვა.)
 მოსწავლეებს განუვითარდებათ:
გაყოფის უნარები   სხვადასხვა ხერხის  გამოყენებით,  გაიწაფებიან  სხვადასხვა ამოცანების  ამოხსნისას  ნაშთის პოვნისა  და  ნაშთის ინტერპრეტაციას
 ამოცანის  კონტექსტის  გათვალისწინებით.  შეძლებენ საყოფაცხოვრებო  ვითარებაში  ცოდნის   გამოყენებას.
ეროვნული  სასწავლო გეგმის სტანდარტები:
მათ. IV.3.   მოსწავლეს შეუძლია გამრავლება-გაყოფის მოქმედებების შესრულების რომელიმე ხერხ გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ზეპირად ყოფს ორნიშნა რიცხვს ერთნიშნაზე, შესაბამის შემთხვევაში ასახელებს განაყოფსა და ნაშთს; ასაბუთებს პასუხს;
·      ხსნის რიცხვის 100-ზე და 1000-ზე და ა.შ. გამრავლების და ნულებით დაბოლოებულ რიცხვების გამრავლების შემოკლებულ წესებს; იყენებს მათ გამოთვლების შესრულებისას;
·      იყენებს წერით ალგორითმს რიცხვებზე გამრავლება-გაყოფის  მოქმედებათა შესასრულებლად და განმარტავს გამოყენებულ ხერხს (ერთნიშნა რიცხვზე გაყოფისას); შესაბამის შემთხვევაში უთითებს ნაშთს;
·      გამოთვლებზე ამოცანების ამოხსნისას, ნაშთით გაყოფის შემთხვევაში, ახდენს ნაშთის ინტერპრეტაციას ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით.
საჭირო  წინარე ცოდნა და უნარები:
გამრავლების  ტაბულის გამოყენებით ,  გამრავლება-- გაყოფის  ცოდნა, გაყოფა ნაშთით, ნატურალური რიცხვების   გამრავლება, გაყოფის თვისებები. ცნობილი  რესურსების  გამოყენებით  , რიცხვების გრაფიკულად  გამოსახვა.
წინარე ცოდნის შეფასება ( რა იცით მოსწავლეთა ცოდნისა  და  უნარების შესახებ? რა წყაროებს ეყრდნობით)
მოსწავლეთა წინარე ცოდნა  გამოიკვეთა  მათი საშინაო დავალების შესრულებიდან, წინა გაკვეთილის მსვლელობისას  მოსწავლეთა  დაკვირვებიდან
მოკლე ქვიზიდან   გაყოფა ნაშთითა  და გაყოფის  თვისებებიდან.
გაკვეტილის  აქტივობის გეგმა
მოსწავლეთა დაჯგუფების ფორმები:
დაჯგუფების რომელ ფორმებს გამოიყენებთ ამ აქტივობის განხორციელებისას (მთელი კლასი, წყვილები, სამწევრიანი, ოთხწევრიანი, ჰომოგენური, ჰეტეროგენული  ჯგუფური და სხვა...)?
მოსწავლეები მუშაობენ:   ინდივიდუალურად, ჯგუფებად ,  ზოგჯერ მუშაობა მიმდინარეობს  მთელ კლასთან
დაჯგუფების კრიტერიუმები:
რის მიხედვით დააჯგუფებთ  მოსწავლეებს:
დიფერენცირებული სწავლების, მოსწავლეთა სწავლების მიხედვით:
 მასწავლებელი  ჯგუფებს   შექმნის  სხვსდსხვა მზაობის  მოსწავლეებს
 მიხედვით .
მასწავლებელი როუტერისა და ბუკის დახმარებით  გადაუგზავნის  ტესტებს  რომლის მიხედვითაც  ბუკი მოახდენს  ბავშვების შეფასებას . გადაგზავნილი  ტესტების  შედეგად გამოჩნდება მოსწავლეთა  მზაობის დონე.(დანართი 4)
I-ჯგუფი: ,,არასაკმარისი მზაობის“  მქონე მოსწავლეები
II-IIIჯგუფი
,,დამაკმაყოფილებელი  მზაობის“მქონე მოსწავლეები
IV ჯგუფი:,,მაღალი მზაობის“ მქონე მოსწავლეები
.  ბუკის  შეფასების   გათვალისწინებით   მასწავლებელი  შექმნის  სხვადასხვა  მზაობის  ოთხ  ჯგუფს: 
სასწავლო მასალა: (ტექსტი, თვალსაჩინოება, ინტერნეტ რესურსი  და  სხვა).
მოსწავლის სახელმძღვანელო, რვეულები,ლურჯი და მწვანე კალმისტრები, დაფა, ცარცი,  ფერადი წებოვანი ფურცლები სტიკერები),                               G-PRIED-ის ბარათები,ბუკი,როუტერი,  ,,დიახ“   ,,არა“-ს    ფერადი ბარათები,  ფერადი სათამაშო ფულის  ერთეულები, მაკეტები,ფერადი  მაგნიტური ისრები, მაგნიტური: კვადრატები, სვეტები და აგურები, G-PRIED-ის   პლაკატი,  პროექტორი.
გაკვეთილის/ აქტივობის   ეტაპი
 I-წინასწარ
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების   და წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით გაკვეთილი იწყება : ,,მათემატიკის  ესტაფეტით“ ბავშვები დგებიან  წრეში,  ბურთის გადაცემით და გამრავლების ტაბულის გამოყენებით იხსენებენ რიცხვებზე გამრავლებას  და გაყოფას.
სახელმძღვანელოდან    საშინაო  დავალებად
 მიცემული, მაგალითების და  ამოცანის  შემოწმება ხდება შემდეგნაირად: პროექტორის დახმარებით თეთრ მაგნიტურ დაფაზე  ხდება ცხრილის ჩვენება, რომელიც ბავშვებს  წერით დავალებად ქონდათ მიცემული. ინდივიდუალურად
ბავშვები მარკერის დახმარებით ავსებენ  
განათებულ ცხრილს  .
პარალელურად მასწავლებელი ჩამოვლით,
ამოწმებს  საშინაო დავალებას :  (იხილეთ
დანართი  N1) მასწავლებელი  სვამს კითხვებს:  დაასახელეთ  გაყოფის კომპონენტები,   როგორია ყოველთვის  ნაშთი გამყოფთან შედარებით?
როგორ ვიპოვოთ გასაყოფი?
რომელი თანრიგიდან იწყება  გაყოფა?
ვიყენებთ G-PRIED-ის  პლაკატს  რომელიც  გამზადებულია  წინასწარ

სამნიშნა რიცხვის
 გაყოფისას  რომელი თანრიგიდან  დავიწყებთ?
  ასევე    წერითი საშინაო  დავალების შემოწმება მოხდება
მოსწავლეების მიერ  ადგილიდან წაკითხვით.  ბავშვები ამოწმებენ და ასწორებენ მწვანე კალმით  წერით  დავალებას რვეულში.                 (იხილეთ  დანართი   N2.
სახელმძღვანელო  გვერდი  63- N 6 დან  გვერდი 64N17  -ის  ჩათვლით.)
პროექტორის საშუალებით ვაჩვენებ  საშინაო დავალების  მესამე ამოცანას.
დაფასთან გამოდის ბავშვი და აკეთებს  ამოცანას.(დანართიN3   სახელმძღვანელოდან.  გვერდი  64 ამოცანა N23)
თუ რაიმე გაუგებარი  აღმოჩნდა 
მასწავლებელი  აუხსნის
შესაბამისად.   ის მოსწავლეები რომლებსაც  ამოხსნილი აქვთ  შეცდომით,  მწვანე კალმით  ასწორებენ  საშინაო დავალებას.
ბავშვებს  ურიგდება
G-PRIED-ის  ბარათები  და ხდება  ამ ბარათების განხილვა (დანართიN6) .
მასწავლებელი  დაფაზე  აკრავს  პლაკატს,  რომელიც  ამოცანის  შინაარსის მიხედვითაა  ნახატი შესრულებული (დანართი N4) ბავშვების  მაკეტების გამოყენებით,  მოსწავლეები  ადგენენ  რამდენი ნავის დაქირავებაა საჭირო,  ერთი  ნაპირიდან , მეორე  ნაპირზე  გადასასვლელად . მაკეტებს  ათავსებენ  ნავებში. მასწავლებელი
როუტერისა და ბუკის დახმარებით  გადაუგზავნის  ტესტებს  რომლის მიხედვითაც  ბუკი მოახდენს  ბავშვების შეფასებას . გადაგზავნილი  ტესტების  შედეგად გამოჩნდება მოსწავლეთა  მზაობის დონე.(დანართი 5)
I-ჯგუფი: ,,არასაკმარისი მზაობის“  მქონე მოსწავლეები
II-IIIჯგუფი
,,დამაკმაყოფილებელი  მზაობის“მქონე მოსწავლეები
IV ჯგუფი:,,მაღალი მზაობის“ მქონე მოსწავლეები.
ამის შემდეგ მოსწავლეებს გაუაქტიურდებათ  საჭირო წინარე ცოდნა  და მზად იქნებიან  გაკვეთილის შემდეგი  ფაზისათვის.
 II-განმავლობაში
მასწავლებელი აცნობს გაკვეთილის თემას და მიზანს.
ჯგუფებში  მოსწავლეთა  მზაობის მიხედვთ
მოსწავლეები გაყოფას შეასრულებენ  სხვადასხვა ხერხით  ერთიდა იგივე მაგალითს.კერძოდ
I- ჯგუფი ,,არა საკმარისი მზაობის“ მქონე მოსწავლეები
გაყოფას შეასრულებენ   ნახაზით.
 II-IIIჯგუფი
,,დამაკმაყოფილებელი  მზაობის“მქონე მოსწავლეები
გაყოფას შეასრულებენ
წრეებისა და ფერადი მაგნიტური ისრების  გამოყენებით. 
IV ჯგუფი:,,მაღალი მზაობის“ მქონე მოსწავლეები
სვეტების, აგურების და კვადრატების  გამოყენებით,
შეასრულებენ
წერით გაყოფას.
(დანართიN7).                     ჯგუფებში მოსწავლეთა  მუშაობას, მასწავლებელი   აკვირდება და საჭიროების შემთხვევაში  მითითებას  აძლევს.
ჯგუფური მუშაობის  დამთავრების  შემდეგ თითოეული  ჯგუფიდან  ერთი  წარმომადგენელი  ახდენს  ნამუშევრის  პრეზენტაციას (დანართიN5).
პარალელურად  პრეზენტაციის დროს ხდება ჯგუფების  შეფასება (დანართN8) .
შემდეგ
მასწავლებელი  ბავშვებს  ამუშავებს  სახელმძღვანელოში მოცემულ ამოცანებზე, რომელის  ცოდნაც ბავშვებს   საყოფაცხოვრებო  ვითარებაში  გამოადგებათ. მასწავლებელი მოსწავლეებს რესურსად   სთავაზობს  ფერად  ლამინირებულ, სათამაშო ფულის   კუპიურებს.
(დანართიN9)  
ახალი მასალის  განმტკიცებისა და  მიღებული შედეგის შეფასების  მიზნით,  გაკვეთილი  მთავრდება  აქტივობით  ,, თამაში  ფერადი კამათლებით “.  (დანართი N10) .
მოსწავლეები  შეფასდებიან
 წინასწარ  განსაზღვრული  კრიტერიუმებით  და  ფერადი  სტიკერების  გამოყებებით  (დანართი  N11)
მასწავლებელი მოსწავლეებს  აძლევს  მასალის განამამტკიცებელ  საშინაო  დავალებას:
(იხ. დანართი  N12-საშინაო  დავალება;  ფაზა განმავლობაში)
 III-შემდეგ ( მეორე  გაკვეთილი)
მოსწავლეები  კლასში  გაარჩევენ  საშინაო  დავალების  მაგალითებსა და ამოცანებს,  რითაც  მასწავლებელი  აფასებს, თუ როგორაა მიღწეული   წინა გაკვეთილის  მიზანი,  რომელ მოსწავლეებს  სჭირდებათ  დამატებითი  დახმარება.
მასწავლებელი  დაფაზე  გამოაკრავს  ცხრილს (იხ. დანართი N13)
მოსწავლეებს  დაურიგებს  სტიკერებს   და  სთხოვს  შეავსონ   ცხრილის  ერთ-  ერთი  უჯრა  საკუთარი  სურვილის  მიხედვით.  სტიკერებზე  აწერენ  არჩეული   რიცხვის  განაყოფს  და  ნაშთს,  ბავშვები გამოდიან და  ცხრილის შესაბამის უჯრას  აკრავენ.
ამით  კიდევ ერთხელ მოხდება  მოსწავლეთა  მზაობა.
 მასწავლებელი  აჯგუფებს  მოსწავლეებს  მზაობის  მიხედვით  და სთავაზობს  შესაბამის  დავალებებს. კლასი  იყოფა  სამ ჯგუფად,  თითოეულ  ჯგუფს  ურიგდება  ბარათები,  რომელზეც  გამოსახულია რიცხვები:( იხ. დანართი N 14)
თითოეუ ჯგუფს ევალება მოამზადოს  კითხვებზე  კასუხები:
1) იპოვეთ  თითოეული  რიცხვის  ციფრთა  ჯამი.
2) რა რიცხვზე იყოფა ყოველი  ჯამი
3)  შეამოწმეთ  იყოფა თუ  არა  იმავე  რიცხვზე?
4) რა კანონზომიერებას ამჩნევთ?
ამ  გაკვეთილზე  შეისწავლიან   სამზე  გაყოფადობის  ნიშანს.
მოსწავლეები  გააკეთებენ  შესრულებული  დავალების პრეზენტაციებს.
მასწავლებელი მოსწავლეებს  აძლევს  საშინაო  დავალებას.
შეფასება: 
რა გზით დააკვირდებით მოსწავლეთა სწავლის პროცესს და შედეგებს? რის მიხედვით იმსჯელებთ მათ მიღწევებზე?
რამდენად აქტიურები არიან ისინი, როგორ ასრულებენ მოცემულ დავალებებს, როგორ შეასრულეს დამოუკიდებელი სამუშაო… (იხ. შეფასების სქემა - დანართი 15)
შეფასების  ზოგადი სქემა  იხილეთ  დანართიN11   დაN8




დამატებითი რესურსები:  იხილეთ  დანართები:
                                                              დანართი  N1


                                         დანართი      N2
                 

                                              დანართი  N=3


              
                                          
                   
                        დანართი   N4




                                  დანართი N5             

ტესტების  გადაგზავნა ბუკით





                                                 დანართი N6
                                             (ბარათები)


                                  დანართიN7






 
                                                              
                                                                   
 
    
  
                                                   
      დანართი N 8  
                                      
 ჯგუფების    შეფასება 
სწორი პასუხების რაოდენობა
შეფასება
1-4
5-7
8-9
10
                             


                                                        დანართიN.....
.

                           

Комментариев нет:

Отправить комментарий