მომზადების ეტაპები..
ორი კვირით ადრე სასწავლო პროექტის დაწყებამდე
გაუგზავნეთ პროექტის ბროშურა( ბუკლეტი) მშობლებს სასწავლო მიზნების და სამუშაოს გასაცნობად.
მივაწოდე ჯგუფებს ზოგადი ინფორმაფია საქართველოს გმირების შესახებ. დავეხმარე მოსწავლეებს
განასხვაონ რეალური და ისტორიული ფაქტები. შეავსეთ შესაბამისი ცხრილი, რეალური და გამოგონილი ფაქტების შესახებ. განიხილეთ, რა არის საჭირო იმისთვის რომ ადამიანი გახდეს გმირი, როგორ უნდა იქცეოდეს ნამდვილი გმირი განსაცდელისას. რა თვისებები უნდა ქონდეს გმირს. მოვიძით ისეთი პიროვნებები რომლებმაც თავიაანთი ქცევისათვის დაიმსახურეს საქართველოს გმირის წოდება ასევე მათი საგმირო ქმედებები სხვადასხვა სიტუაციებში. გამართეთ დისკუსია, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას მათი სახელის უკვდავსაყოფად. ჩაინიშნეთ მოსწავლეების პასუხები ფლიპჩარტზე და განათავსეთ კედელზე. წარადგინეთ ,,საქართველოს გმირები“ - პროექტი სპეციალურად მომზადებული პრეზენტაციით.
საქართველოს გმირების, სხვადასხვა ცხოვრებისეული საგმირო ეპიზოდების ჩანახატების შესრულება.
ამჟამინდელი გმირი დედის ინტერპრეტირება- რა მდგომარეობაში წარმოგიდგენიათ ის.
შეკითხვების დასმა და საბაზისო ცოდნის შემოწმება
დავსვი ზოგადი შეკითხვა, როგორი ადამიანის სახელი არ იკარგება? მოსწავლეები წყვილებში განიხილავენ შეკითხვას და ერთმანეთს გაუზიარებენ მოსაზრებებს ჯგუფში. მივუთითეთ, მოსაზრებების დემონსტრირებისას გამოიყენონ შესაბამისი მაგალითები. მოსწავლეებს ვთხოვეთ, ყოველდღიური ცხოვრების მაგალითზე გაიხსენონ, რა მიაჩნიათ წარმატებად და განსაზღვრონ გზები შეუძლებლის მისაღწევად. დავუბრუნდით მთლიან ჯგუფში განხილვას და მივეცი მოსწავლეებს საშუალება, გაუზიარონ მოსაზრებები კლასს. ჩავინიშნე მოსწავლეების იდეები ცხრილში და განვათავსეთ კედელზე პროექტის განმავლობაში.
გავაცანი ჯგუფს სამეცნიერო ჟურნალი, რომელშიც მოსწავლეები გააკეთებენ ჩანახაზებს, შენიშვნებს, მონახაზებს და ცხრილებს. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები დასმულ შეკითხვებზე პასუხებს ჩაწერენ დღიურებში. გამოიყენეთ დღიურები, სასწავლო პროექტის ფარგლებში მოსწავლეების სწავლის პროცესის მონიტორინგისთვის. მოსწავლეები პირველ ჩანაწერს, ზოგად შეკითხვაზე პასუხის სახით შეიტანენ ჟურნალში.
მოსწავლეები დაიწყებენ სწავლის შესახებ ,,ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე“ (ვ-მ-ვ) ცხრილში მუშაობას. დავსვი შეკითხვები და ჩავინიშნე მოსწავლეების პასუხები .
პროექტის განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე დაუბრუნდებით ვ-მ-ვ ცხრილს ყოველი აქტივობის დაწყებისას და დასრულების შემდეგ ახალი ინფორმაციის დასამატებლად. მაგალითის სახით, გამოვიყენებთ მოსწავლეების საჭიროებების ანალიზს.
საქართველოს გმირების შესახებ ინფორმაციის მოძიება და შესწავლა
ჩავატაროთ აქტივობები თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად.
როგორია გმირი?
გმირის სახელი საზოგადოებაში როგორ არის დარჩენილი?
რატომ შესწიტეს გმირებმა თავი სამშობლოს?
როდის ხდებიან ადამიანები გმირები?
რა არის საჭირო მათი სახელების უკვდავსაყოფად?
საქართველოს დროშა რას მიანიშნებს და რომელი გეომეტრიული ფიგურებია მასზე ასახული.
რატომშესწირესგმირებმათავსამშობლოს? რატომიყოსაქართველოგანსაცდელშიჩავარდნილი? გაიხსენეთ მსგავსი ისტორიები და გმირების სახელები, რომლებაც თავი შესწირეს სამშობლოს.
რომელ ანდაზებსა და აფორიზმებს შეუსაბამებდით მათ საქციელს?.
პროექტში მონაწილე ბავშვების რეგისტრაცია. მასალების დამზადება და გაფორმება(კედლის გაზეთისთვის). საორიენტაციო კითხვების შედგენა. პრეზენტაცია.
სცენარის მომზადება
სიმღერებისშესწავლა
საპროექტო რუბრიკა თავიანთი ექსპერიმენტის დიზაინის შესაფასებლად.
შეჯიბრი იწყება
სკოლის პირველი დღეები (დღე 1) მოსწავლეებს განუმარტეთ, რომ რამოდენიმე თვის განმავლობაში,მათ მოუწევთ სკოლაში დარჩენა,რადგან ვგეგმავთ საქართველოს გმირების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას.ამას ექნება პროექტის სახე.
მშობლებს გაუგზავნეთ ბროშურა პროექტ „საქართველოს გმირების“ შესახებ,პროექტზე ინფორმაციის მისაწოდებლად.
დავსვი ზოგადი შეკითხვა, როგორი ადამიანის სახელი არ იკარგება?
შეაფასეთ საბაზისო ცოდნა და შეადგინეთ ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე (ვ-მ-ვ) ცხრილი სწავლების პროცესის საწყის ეტაპზე.
კლასში წავიკითხავთ და განვიხილავთ ინფორმაცია, რამოდენიმე გმირების შესახებ.
I-კვირა
მოსწავლეებს მივეცი შესაძლებლობა შეიმუშაონ ინდივიდუალური პროექტის გეგმა სწავლის პროცესის წარმართვისთვის. საჭიროების შემთხვევაში, გავმართეთ ინდივიდუალური, ან ჯგუფური კონფერენციები დავალებების შესრულების ხელშესაწყობად.
II- კვირა. მოსწავლეების საინფორმაციო ბიულეტენის შექმნა
საინფორმაციო ბიულეტენი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:
საქართველოს გმირები
მოსწავლეებს გავაცანი საინფორმაციო ბიულეტენის ნიმუში და განვიხილეთ მოთხოვნები. დავარიგეთ ბიულეტენის კრიტერიუმების ჩამონათვალი. საკითხების ჩამონათვალის მიხედვით წარმოვადგინეთ საინფორმაციო ბიულეტენის ნიმუში, მოსწავლეებისთვის ხარისხიანი სამუშაოს მოდელირებისთვის და ჩამონათვალის ეფექტურად გამოყენების გზების დემონსტრირების მიზნით. მოსწავლეები გაუზიარებენ საინფორმაციო ბიულეტენებს ელ-ფოსტით პარტნიორ ჯგუფებს და ოჯახის წევრებს, რაც უზრუნველყოფს სწავლის შედეგების შესახებ მათ სისტემატურ ინფორმირებას. შევარჩიეთ შესაბამისი დრო გაზეთის გამოსაშვებად.
. ალტერნატიული ვარიანტის სახით, მოსწავლეებს დავეხმარეთ განავითარონ მოცემული უნარ-ჩვევები პროექტზე მუშაობის დაწყებამდე. საინფორმაციო ბიულეტენებზე მუშაობის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები შეავსებენ კოლაბორაციული შეფასების ფორმას ჯგუფის მონაწილეობის დონის განსაზღვრის მიზნით.
ინფორმაციულობა ( III- კვირა. )
მივცემ დავალებას და მითითებებს როგორ უნდა მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია გმირების შესახებ.რაც დაეხმარება მოსწავლეებს ინფორმაციულობაში და დამოუკიდებლად მუშაობაში.მოსწავლეს რომელსაც გაუჭირდება სასურველია მშობლის ჩართულობაც.
დასკვნების გაკეთება
საწყის ეტაპზე მოსწავლეებს დავეხმარე გაკეთებული ვარაუდების და მიღებული გამოცდილების ანალიზის დაწყებაში. დავყავი მოსწავლეები პატარა ჯგუფებად ზოგად და თემატურ შეკითხვებზე პასუხების გასაცემად:
ზოგადი----- როგორი ადამიანის სახელი არ იკარგება?
თემატური---- როგორი უნდა იყოს ადამიანი რომ გმირი გახდეს?
რა უნდა გააკეთოს ადამიანმა რომ გმირის სახელი მოიხვეჭოს?
როგორ მოიქცეოდით მათ ადგილას რომ ყოფილიყავით.
მოსწავლეებს შევახსენე, რომ გამოიყენონ რეალური ცხოვრების მაგალითები, , წარმოდგენილი დასკვნების გასამყარებლად. დაუბრუნდით მთელ ჯგუფურ დისკუსიას, ჩამოვწერეთ ზოგად შეკითხვაზე მოსწავლეების პასუხები და განვათავსეთ პროექტის დასაწყისში განსაზღვრული პასუხების გასწვრივ. მივუთითეთ მოსწავლეებს, გაანალიზონ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი შეკითხვებიდან მიღებული ინფორმაცია (შეკითხვები დაწერეთ ფლიპჩარტზე, ან დაფაზე). დამატებით, ვთხოვე მოსწავლეებს დაწერონ ანალიტიკური პასუხი (ერთი აბზაცი) ზოგად შეკითხვაზე და საკუთარი მოსაზრებები რეალური ცხოვრებიდან, ფაქტებით დაასაბუთონ.
დავუთმეთ დრო დისკუსიას, თუ როგორ შეიძლება ადამიანი გახდეს გმირი, რა უნარებია საჭირო ,რომ ადამიანი იყოს გმირი. როგორ უკავშირდება მოსწავლეების მიერ მიღებული ცოდნა თემასთან დაკავშირებით
სლაიდშოუ( IV- კვირა. )
მოსწავლეები ნახავენ ჩემს მიერ აწყობილ სალიად შოუს,რაც გაუფართოვებს თვალსაწიერს და წარმოსახვას, აითვისებენ ინფორმაციის ლამაზად გადმოცემას ,რაც დაეხმარება მათ მომავალი პრეზენტაციის დამზადებაში
ლიტერატურის დღე( V- კვირა. )
გავანაწილებთ გმირების შსახებ: ლექსებს,სცენარის სიტყვებს. შევარჩევთ როლებს,გავანაწილებთ სიტყვებს როლების მიხედბით
მუსიკალური დღე ( VI- კვირა. ) მოსწავლეები უსმენენ წინსწარ გამზადებულ ფნოგრამას,სადაც მათთვის ნაცნობი სიმღერებია.ვსაუბრობთ სიმღერის ავტორზე და შესრულების მანერაზე.მელოდიურობაზე და პოპულარობაზე,რამდენად მისაწვდომია ამ სიმღერების მოსმენა და ათვისება.
ჯგუფების მიერ დაკისრებული ვალდებულებების პრეზენტაცია ( VII- კვირა. )
I-ჯგუფი -- პროექტის პრეზენტაცია
II-ჯგუფი- - - ელ. წიგნის დამზადება და პრეზენტაცია
III-ჯგუფი--- -- კედლის გაზეთი ,პრეზენტაცია მოძიებული ინფორმაციის შეგროვება და კედლის გაზეთისთვის მზადება.
მოიტანენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მათთვის საინტერესო ლექსებს და ამონარიდებს .ასევე ფოტოებს,რომელიც მოიძიეს ძველ ჟურნალ-გაზეთებში ან ინტერნეტში.მოვახდენთ ამ ყველაფრის ერთად შეგროვებს და გაზეთის დამზადებას.
IV--ჯგუფი- - ,,საქართველოს გმირები’’ წიგნის დამზადება
V--ჯგუფი- - სტატისტიკური მონაცემების შეგროვება კლასების მიხედვით, თემაზე : იცნობთ თუ არა რომელიმე გმირს? მათი დასახელება .
დასკვნები ჩაიწერონ საინფორმაციო ჟურნალებში. მოსწავლეები გამოიყენებენ საპროექტო რუბრიკას საკუთარი დასკვნების შესაფასებლად. მოსწავლეები Excel-ის სამუშაო ფურცელში გრაფიკულად გამოსახავენ შედეგებს და დასკვნებს.,
ბოლოს ჩატარდება ზეიმი თემაზე ---,,საქართველოვ, შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი“
ასევე მოსწავლეები ერთი წლის შემდეგ გაიხსენებენ საქართველოს გმირებს და მათ საბრძოლო საქმეებს,შექმნიან ბრძოლის ამსახველ ნახატებს, მოხდება სასკოლო გამოფენა თემაზე-- ,,ჩვენ გვახსოვს“.
ამით კიდევ ერთხელ გავიხსენებთ საქართველოს გმირებს და მათ საბრძოლო საქმეებს.
შეჯამება
მოსწავლეებს ვთხოვეთ შეარჩიონ სასწავლო პროექტის ფარგლებში ჩატარებული საუკეთესო აქტივობა. გაანალიზონ, რამ განაპირობა მათი არჩევანი და ბოლოს, რა ცოდნა მიიღეს მოცემული დავალების შესრულების შედეგად. გავამახვილეთ ყურადღება პროექტის რუბრიკიდან პროექტის მართვის ქვეთავზე და შემუშავებულ პროექტის გეგმებზე, მოსწავლეების მიერ პროცესების მართვის თვითშეფასებისთვის. ციფრული ფოტოები პორტფოლიოს გვერდებისთვის საუკეთესო დანამატი იქნება. დავურთეთ მოსწავლეების ანალიზის შედეგები მათ პორტფოლიოებს, რომლებიც ნათლად წარმოადგენს წლების მიხედვით მოსწავლეების სასწავლო პროექტებში მიღებულ გამოცდილებას.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий