ბლოგის მიზანი


                         მოგესალმებით!                        

თქვენ ესტუმრეთ საგანმანათლებლო ბლოგს, რომლის მიზანია დაეხმაროს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მათემატიკის  სწავლა-სწავლების პროცესის       უკეთ წარმართვაში.


ბლოგის მიზანი

   ბლოგის მთავარი ფასეულობა სწავლაში არის ის, რომ მისი საშუალებით ნებისმიერ ადამიანს 
ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს ცოდნის შექმნაში. ბლოგის საშუალებით მარტივადაა
 შესაძლებელი პედაგოგის მიერ გაწეული შრომის წარდგენა დაინტერესებული საზოგადოებისათვის.
   ჩემი ბლოგის შექმნის მიზანი კი შემდეგში მდგომარეობს:

  • ჩემი, როგორც მასწავლებლის საქმიანობის აღრიცხვა;
  • ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციელებული აქტივობების ასახვა;
  • ჩემს მიერ შექმნილი სასწავლო რესურსების წარდგენა;
  • მოსწავლეებთან, კოლეგებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობა;
  • კოლეგებისადმი  სწავლების მეთოდოლოგიასა და მიდგომებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება;
  • ჩემი გამოცდილების გაზიარება პედაგოგებისათვის, რომლებიც სისტემატიურად მუშაობენ აღნიშნულ                                           საკითხზე;
  •   ჩემ მიერ შექმნილი რესურსების კოლეგებისთვის გაზიარება;           ~                                                                                         
  •     მათი შენიშვნების მიღება და პრაქტიკაში გამოყენება;
    

    ბლოგის სტუმრებს შეუძლიათ კომენტარის სახით დატოვოს საკუთარი                მოსაზრებები   და რეკომენდაციები, რომელსაც ბლოგის ავტორი მომავალში გაითვალისწინებს.გვერდის დათვალიერების შემდეგ გთხოვთ შეავსოთ           კითხვარი.წინასწარ გიხდით მადლობას თანამშრომლობისთვის!  


 ბლოგი მუდმივი შევსების პროცესშია და აქ განთავსებულ მასალას პერიოდულად დაემატება       ახალ-ახალი სასწავლო რესურსები;



          ბლოგის შეფასების კითხვარი





                     გაბრიელა მისტრალის ''მასწავლებლის 10 მცნება'' 

1. შეიყვარე. თუ მთელი გულით შეყვარება არ შეგიძლია, ნუ ასწავლი ბავშვებს.
2. გაამარტივე. ასწავლე მარტივად, გასაგებად, ისე, რომ მთავარი არ გამოგრჩეს.
3. შეუპოვარი იყავი. გაიმეორე, ისევე როგორც ბუნება იმეორებს, სანამ სრულყოფილებას არ მიაღწევს.
4. ასწავლე. ისე ასწავლე, რომ გახსოვდეს სილამაზე, რადგან მშვენიერებაა ყველაფრის საწყისი.
5. იყავი გულანთებული. სანთლები რომ აანთო, თავად უნდა ატარებდე გულით ცეცხლს.
6. გააცოცხლე გაკვეთილი. ყველა გაკვეთილზე სიცოცხლე უნდა იგრძნობოდეს, როგორც ცოცხალ არსებაში.
7. იზრუნე სულიერ განვითარებაზე. რომ გასცე, ბევრი უნდა გქონდეს.
8. გახსოვდეს, რომ შენი პროფესია ხელობა არ არის, ეს ღვთის სამსახურია.
9. სანამ ყოველდღიურ გაკვეთილს დაიწყებ, გულში ჩაიხედე  და ნახე, სუფთაა თუ არა.
10. იფიქრე იმაზე, რომ ღმერთმა მოგმადლა ხვალინდელი დღის შექმნის ნიჭი.


Комментариев нет:

Отправить комментарий